ალექსანდრე დგებუაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ალექსანდრე დგებუაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“

ალექსანდრე დგებუაძე (დ.1882, ქ. ქუთაისი — გ. 10 ოქტომბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი. სახალხო გვარდიის შტაბის წევრი 1920-იან წლებში. საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი. გვარდიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ხელმძღვანელი. 1918-1921 წლებში მონაწილეობდა თითქმის ყველა სამხედრო მოქმედებაში. დახვრიტეს ვორონოჟეში 1937 წელს.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. მუშაობდა ქალაქ ბათუმის ქარხნებში მუშად. 1900 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. 1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ „მენშევიკების“ ფრაქციაში. 1917 წლის დეკემბერში იყო საქართველოს წითელი გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ორგანიზატორი. არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრად. უშუალოდ მონაწილეობდა სახალხო გვარდიის საბრძოლო ოპერაციებში. 1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო სამხედრო კომისიის წევრი. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირებისას მონაწილეობდა წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში. ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1922 წლის 16 დეკემბერს სხვა 52 პოლიტპატიმართან ერთად ეტაპით გადაგზავნეს მოსკოვში, რსფსრ-ის საკონცენტრაციო ბანაკებში გადასანაწილებლად. სსრკ შინსახკომის კომისიის გადაწყვეტილებით იგი 1923 წლის 12 იანვარს არხანგელსკის საკონცენტრაციო ბანაკში გადაასახლეს. სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს კოლეგიასთან არსებულმა განსაკუთრებულმა სათათბირომ 1926 წლის 15 იანვარს 3 წლით გადაასახლა ვორონეჟში. 1934 წელს გადასახლებულთა ჯგუფთან ერთად დააპატიმრეს. 1937 წლის 9 ოქტომბერს დახვრეტა მიუსაჯეს. დახვრიტეს 10 ოქტომბრის ღამეს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]