შალვა ალექსი-მესხიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შალვა ვლადიმერის ძე ალექსი-მესხიშვილი (დ. 8 მაისი [ძვ. სტ. 26 აპრილი], 1884, თელავი ― გ. 18 ივნისი, 1960, თბილისი) — ქართველი ადვოკატი, პოლიტიური და საზოგადო მოღვაწე, ლადო მესხიშვილის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902-1904 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტში, საიდანაც გარიცხეს სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის. 1909 წელს დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ადვოკატობა დაიწყო თბილისში 1910 წელს. ალექსი-მესხიშვილი საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 1917-1918 წლებში იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტს. 1918-1919 წლებში იუსტიციის მინისტრის პოსტი ეკავა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობაში. 1919-1921 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) წევრი. 1921 წლის შემდეგ საადვოკატო მოღვაწეობას ეწეოდა, იყო საქართველოს დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი. 1920-იანი წლების პირველ ნახევარში ორგზის იქნა დაპატიმრებული საბჭოთა რეჟიმის მიერ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]