სურები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სურები – ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი დასავლეთ საქართველოში, გურიაში, მდინარე სუფსის ზემო წელში. ადმინისტრაციულად მოქცეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამ თემში: ზემო სურები (სოფლები: ზემო სურები, ტობახჩა-თავსურები, შველაურ-ციციბაური, ჩაკიტაური, წითელგორა, ჭალა-ქადაგაური), შუა სურები და ქვემო სურები იგივე დიდივანი (სოფლები: გურისტყე, გაღმა დობირო, გამოღმა დობირო).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურების სახევისთავოს მთავარი ციხე იყო სურთა ციხე, რომელსაც შემდეგ ბუკისციხე ეწოდა.[1] სურების ხეობა განთქმული იყო თაფლით, რისგანაც აქ გემრიელ და ძვირადღირებულ არაყს ხდიდნენ. სურების მოსახლეობა 1870-იან წლებში შეადგენდა 300 კომლს.[2] სურების პირველი მამასახლისი იყო მოსე მამუკას ძე რამიშვილი, რომლის თაოსნობითაც სოფელში საცალფეხო და საშიში ბილიკის ნაცვლად გაყვანილ იქნა საცხენოსნო შარაგზა. 1887 წელს სოფელში ორკლასიანი სასწავლებელი გახსნა ისიდორე რამიშვილმა. სურები 1931 წელს დაუკავშირდა საავტომობილო გზით დაბა ჩოხატაურს.

ეკლესიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურებში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ხის ეკლესია, მაცხოვრის სახელობის ქვის ეკლესია და ასევე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ლომისკარელად იწოდებოდა. ტაძარი ერისთავ-შარვაშიძეების კუთვნილებას წარმოადგენდა. დავით შარვაშიძემ და მისმა ძმამ, ზაალმა წმინდა გიორგი ლომისკარელის სამწყსო უბოძა ტრაპაიძეებს. ანიზდარ ტრაპაიძეს განუახლებია ლომისკარელის ჯვარი. ტაძარში დაცული იყო ადგილობრივთა წარმოდგენით სასწაულმოქმედი ლომისკარელის ხატი. თუ ვინმე რაიმეს დაკარგავდა, ან მოჰპარავდნენ, დამნაშავეს ამ ხატზე გადასცემდა. შემდგომ ლომისკარელის ხატი სოფელ ციხეში მოხვედრილა. ხატი შემდგომ ჩოხატაურში გადაასვენეს, სადაც 1900-იან წლებში მოიპარეს და გაანადგურეს. რევოლუციონერმა თენგიზ ჟღენტმა ის რევოლვერით დაცხრილა. სულ მალე ჟღენტი იმავე იარაღით მოუკლავთ.[3]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1883[4] 1704
1893[5] Increase2.svg 2182
1902[6] Increase2.svg 3061
2002 Decrease2.svg 803
2014 Decrease2.svg 514

ცნობილი ადამიანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სურებში დაიბადა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი პრემიერ-მინისტრი ნოე რამიშვილი (ქვემო სურები). სურებში დაიბადა სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ისიდორე რამიშვილი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სიხარულიძე იური, „გურია და გურიამდელი რიონ-ჭოროხის შუამდინარეთი“ // გაზეთი „ალიონი“ N37 გვ.3 — 2013 წ
  2. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.190 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  3. მ. კოსტავა „მართლმადიდებლური ეკლესიის მდგომარეობა საქართველოში“ — ჟურნალი „არტანუჯი“ N2-3 1994 წ.
  4. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  5. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  6. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901