საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტია | |
დაფუძნდა | 1918 |
---|---|
იდეოლოგია | მემარცხენე |
შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა (ესერთა) პარტია — პარტია, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 1918 წლის ზაფხულში ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. იგი 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-3 ნომრად იღებდა მონაწილეობას. პარტია მკვეთრად მემარცხენე იდეოლოგიისა იყო და მისი წევრები ძირითადად რუსულ ესერთა პარტიის ამიერკავკასიის საოლქო განაყოფში მუშაობდნენ. პარტიის 73 კაციან საარჩევნო სიაში 5 ქალი კანდიდატი იყო. საარჩევნო სუბიექტმა არჩევნებში 5 მანდატი მიიღო.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი, 2017, გვ. 42.
|