კონსტანტინე გვარჯალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კონსტანტინე გვარჯალაძე
დაბ. თარიღი 17 მარტი, 1883
დაბ. ადგილი ლანჩხუთი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 3 იანვარი, 1969
გარდ. ადგილი აბონდანი, საფრანგეთი
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
მამა იაგორ გვარჯალაძე
მეუღლე/ები ბაბულია კანდელაკი

კონსტანტინე (კოწია) გვარჯალაძე (დ. 17 მარტი, 1883, ლანჩხუთი — გ. 3 იანვარი, 1969, აბონდანი) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, შემდგომში ქართული ემიგრაციის მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იყო რსდმპ წევრი 1903 წლიდან. 1905 წლიდან მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1905 წელს ბათუმში მონაწილეობდა რევოლუციურ საქმიანობაში, ხელმძღვანელობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ორგანიზაციებს. უმაღლესი განათლება მიიღო შვეიცარიაში, ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა მედიცინასა და ფილოსოფიას. სწავლა დაასრულა ექიმის სპეციალობით. შვეიცარიაში სწავლამ გავლენა მოახდინა მის სოციალ–დემოკრატიულ შეხედულებებს. რუსული მენშევიზმისგან განსხვავებით მისი მსოფლმხედველობა ეფუძნებოდა ევროპულ ჰუმანისტურ სოციალიზმს, რომლის ამოცანასა და დანიშნულებას პიროვნებისა და ერის თავისუფლებაში ხედავდა. სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ითვლებოდა ყველაზე პროევროპულ წევრად, ახლოს იყო ფედერალისტებთან. 1908 წლიდან თანამშრომლობდა პრესასთან, აქვეყნებდა ნაშრომებს პოლიტიკურ, საბუნებისმეტყველო და ფილოსოფიურ საკითხებზე.

1917 წელს აირჩიესსაქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ამავდროულად იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 1919 წლიდან იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ემიგრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1921 წლიდან ემიგრაციაშია. 1921–24 წლებში იყო სტამბოლში საქართველოს მთავრობის რწმუნებული და სათვისტომოს ხელმძღვანელი. 1920–1928 წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოციალისტური ინტერნაციონალის მუშაობაში. როგორც ქართული სექციების წარმომადგენელი მონაწილეობდა ერთა ლიგის დამხმარე საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგისა და მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში. გარდა ქართული და რუსული ენებისა, თავისუფლად ფლობდა ინგლისურ და ფრანგულ ენებს, რაც ხელს უწყობდა წარმატებით გამოსულიყო სხვადასხვა შეკრებებზე და უცხო საზოგადოებისთვის გაეცნო საქართველოს წარსული და აწმყო, მოეწოდებინა მხრი დაეჭირათ ქართველი ერის მოთხოვნებისთვის. 1925-1929 წლებში ცხოვრობდა ლონდონში, შემდეგ— პარიზში. 1935-1940 წლებში იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანოს, „ბრძოლის ხმის" მთავარი რედაქტორი. ემიგრაციაში ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.

1968 წლის 11 დეკემბერს გარდაეცვალა მეუღლე, ბაბულია კანდელაკი. კონსტანტინემ უარი თქვა სასმელ–საჭმელზე, ოთახში ჩაიკეტა და დაუძლურებული ხანგრძლივი და მძმე ავადმყოფობისაგან გარდაიცვალა 1969 წლის 3 იანვარს სოფელ აბონდანის მოხუცთა თავშესაფარში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „კავკარსიონი" XIV, პარიზი,1970
  • „ჩვენი დროშა" N 49, პარიზი, 1969
  • გურამ შარაძე, „ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია“, ტ 6, გვ.12-13 — თბილისი, 2005
  • „ქართველები უცხოეთში“ წ. 1, გვ. 60 — თბილისი, 2012.
  • ხვადაგიანი, ირაკლი (2016). „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“. თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“. ISBN ISBN 978-9941-0-9318-0. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]