ალექსანდრე ჩიქავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრე ჩიქავა
დაბ. თარიღი 1882
დაბ. ადგილი შამგონა
გარდ. თარიღი 30 აგვისტო, 1924(1924-08-30)
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა პედაგოგი

ალექსანდრე ხიტუს ძე ჩიქავა (დ. 1882, შამგონა, ზუგდიდის მაზრა — გ. 28 აგვისტო, 1924) — ქართველი პედაგოგი,პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე; საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე ჩიქავა დაიბადა 1882 წელს, ზუგდიდის მაზრის სოფელ შამგონაში.

დაამთავრა სამოქალაქო სასწავლებელი, ქუთაისის სამეურნეო სკოლა.

1902 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად. 1905 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების ფრაქციის“ წევრი; პარტიის სამეგრელოს კომიტეტის წევრი და აქტიური ორგანიზატორი. მეფის რეჟიმის დროს, რევოლუციური საქმიანობის გამო დაპატიმრებული იყო 1905, 1906 და 1913 წლებში. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 1917 წლამდე ცხოვრობდა ზუგდიდში პოლიციის ღია ზედამხედველობის ქვეშ, რევოლუციური საქმიანობისა და ციხიდან გაქცევის გამო. 1917 წელს იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ზუგდიდის სამაზრო კომიტეტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის კომისიის წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში; პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე. ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების შემდეგ სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად დახვრიტეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. გვ. 426. თბ. 2016

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]