შინაარსზე გადასვლა

ივანე გობეჩია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გობეჩია.
ივანე გობეჩია
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1883(1883-01-01)
დაბ. ადგილი ქუთაისი
გარდ. თარიღი 30 სექტემბერი, 1937(1937-09-30) (54 წლის)
საქმიანობა პოლიტიკოსი
ალმა-მატერი სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტი

ივანე პავლეს ძე გობეჩია (დ. 10 დეკემბერი, 1881, ქუთაისი — გ. 1 ოქტომბერი, 1937) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. იოსებ და ვლადიმერ გობეჩიების ძმა.

ივანე გობეჩია დაიბადა ქუთაისში, 1881 წლის 10 დეკემბერს. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი

1902 წელს შევიდა რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიაში, მოქმედებდა მუშათა ორგანიზაციებში; 1904 წლიდან 1909 წლამდე რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გასახლებული. 1910 წელს დაბრუნდა სამშობლოში და ჩაეწერა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ ქუთაისში. 1917 წელს ქუთაისის ქალაქის საბჭომ აირჩია დელეგატად პეტერბურგის დემოკრატიულ თათბირზე დასასწრებად. 1917 წელს ქუთაისის გარნიზონმა აირჩია კავკასიის არმიის პირველი და მეორე ყრილობების დელეგატად. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად ცდილობდა კომპრომისის მიღწევას საოკუპაციო რეჟიმთან. 1922 წლის 10 მაისს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ (ჩეკა) სოცილისტ-რევოლუციონერთა პარტიის სხვა ლიდერებთან და წევრებთან ერთად დააპატიმრა კონტრრევოლუციის ბრალდებით. თუმცა, როგორც „არააქტიური ელემენტი“, 1922 წლის 20 ივლისს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შემდგომ წლებში ცხოვრობდა და მუშაობდა ადვოკატად თბილისში; იყო დამცველთა (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი. 1930-იან წლებში იყო თბილისის საბჭოს ფინანსური განყოფილების იურისკონსულტი. 1937 წლის 17 ივლისს, დიდი საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს ესერთა ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით. სსრკ უზენაესი სასამართლო სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ დახვრეტის განაჩენი გამოუტანა 1937 წლის 30 სექტემბერს. დახვრიტეს 1-ლი ოქტომბრის ღამეს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]