დავით დავითხანიანი
დავით დავითხანიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 17 მარტი, 1888 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 7 აგვისტო, 1957 (69 წლის) |
გარდ. ადგილი | ბუენოს-აირესი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
დავით დავითხანიანი (დ. 17 მარტი, 1888, ტფილისი — გ. 7 აგვისტო, 1957, თბილისი) — პოლიტიკოსი, ეროვნებით სომეხი; საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი (1919).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით დავითხანიანი დაიბადა 1888 წლის 17 მარტს, ტფილისში. დაამთავრა ტფილისის კომერციული სასწავლებლის კურსი, ლაიფციგის კომერციული ინსტიტუტის პოლიტეკონომიის ფაკულტეტი 1914 წელს.
სწავლობდა ერევნის საეპარქიო სკოლაში. პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად ემზადებოდა, თუმცა 1908 წლის 11 აპრილს პარტიის წევრობის გამო დააპატიმრეს და ერთი წელი ციხეში გაატარა. გათავისუფლების შემდეგ მალევე დააპატიმრეს, 1910 წელს და გადაასახლეს რუსეთში, საიდანაც საზღვარგარეთ გაღწევა მოახერხა. 1914 წელს იყო ქალაქ თბილისის საბჭოს ხმოსანი. 1919 წლის 7 ნოემბერს უარი თქვა დეპუტატის მანდატზე. იყო სომხეთის რესპუბლიკის სურსათისა და მომარაგების სამინისტროს რწმუნებული საქართველოში. 1921 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების დროს, დატოვა საქართველო და 1923 წლამდე ცხოვრობდა სტამბოლში. 1923 წლის შემდგომ გადასახლდა ბერლინში. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაბმული იყო სომეხი სამხედრო ტყვეების გამოხსნა-მოწყობის ღონისძიებებში. 1945 წლიდან 1949 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა შტუტგარდში. 1949 წელს გადასახლდა პარიზში, სადაც ცხოვრობდა 1951 წლამდე. 1951 წლიდან ოჯახთან ერთად გადასახლდა არგენტინაში, ბუენოს-აირესში. ხელმძღვანელობდა სომხური ყოვედღიური გაზეთის "Armenia"-ს გამოცემას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 215.