შინაარსზე გადასვლა

გიორგი მურვანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი მურვანიძე
დაბადების თარიღი იანვარი, 1883
დაბადების ადგილი ჩოჩხათი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი არაუადრეს 1921
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა პოლიტიკოსი, რევოლუციონერი
მამა ექვთიმე მურვანიძე

გიორგი მურვანიძე (დ. 1883, ჩოჩხათი — გ. ?) — ქართველი პოლიტიკოსი, პედაგოგი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, ოზურგეთის ქალაქისთავი.

დაიბადა გლეხის ოჯახში, დაამთავრა ფოთის სამოქალაქო სასწავლებლის ექვსი კლასი. 1902 წლიდან იყო რსდმპ წევრი, მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1905 წლისთვის იყო რსდმპ გურიის კომიტეტის სუფსის რაიონული ხელმძღვანელი. 1906 წლიდან მუშაობდა რსდმპ ბაქოს ორგანიზაციებში. 1907 წელს დააპატიმრა ჟანდარმერიამ ბაქოში. 1909 წელს მიუსაჯეს სამუდამო გადასახლება ციმბირში. გადასახლებაში აგრძელებდა პარტიულ საქმიანობას, ხოლო 1914 წლიდან პარალელურად მუშაობდა კოოპერატორად.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ბაიკალისპირა რკინიგზის კომისრად. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში. იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის ზაფხულში აირჩიეს ოზურგეთის ქალაქისთავად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 5 ივნისს დააპატიმრა ჩეკას ოზურგეთის ბიურომ 26 მაისს გამართული დემონსტრაციის ხელმძღვანელობის გამო. 23 ივნისს დაპატიმრებულთა ჯგუფთან ერთად გაგზავნეს ქუთაისში, სადაც მიესაჯა სამი თვით პატიმრობა და გაათავისუფლეს 17 ნოემბერს. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

  • ხვადაგიანი ი. „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“ გვ. 306— საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016 ISBN 978-9941-0-9318-0