ნოე ხომერიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოე ხომერიკი
ნოე ხომერიკი
Flag of Georgia (1990-2004).svg
Coat of arms of the Democratic Republic of Georgia.svg
საქართველოს მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 მაისი, 1918 – 17 მარტი, 1921
პრემიერ-მინისტრი   ნოე რამიშვილი, ნოე ჟორდანია

დაბადებული 1 იანვარი, 1883
მიქელგაბრიელი, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი 1 სექტემბერი, 1924 (41 წლის)
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია რსდმპ (1903-1918)
სსდპ (1918-1924)
მამა გიორგი ხომერიკი
მეუღლე ანეტა ნიკოლაიშვილი

ნოე ხომერიკი (დ. 1 იანვარი, 1883, მიქელგაბრიელი — გ. 1 სექტემბერი, 1924) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი, დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1903–1906 წლებში აქტიურად მონაწილეობდა გურიის გლეხთა სოციალ მოძრაობასა და გურიის რესპუბლიკის გამოცხადებაში. 1908 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მისი თაოსნობით, 1919 წლის 31 იანვარს, დამფუძნებელმა კრებამ მიიღო აგრარული რეფორმის ჩატარების გადაწყვეტილება. რეოფრმა გულისხმობდა მიწის ჩამორთმევას მსხვილი მემამულეებისთვის და გადანაწილებას გლეხობაზე. სახელმწიფო საკუთრებაში რჩებოდა მდინარეები, ტყეები და საძოვრები. 1921 წელს წავიდა ემიგრაციაში საფრანგეთში და შემდეგ აჯანყების ორგანიზებისათვის ფარულად დაბრუნდა 1922 წელს. იყო პარიტეტული კომიტეტის წევრი. დაპატიმრებული იქნა „ჩეკას“ მიერ 1923 წლის ნოემბერში. დახვრიტეს 1924 წელს აჯანყების დროს გადასახლებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • N. Khomeriki, La Réforme agraire et l’économie rurale en Géorgie: Rapport au Congrès du Parti Social-Democrate de Géorgie, en juillet 1920 (Paris, 1921). (ფრანგული)
  • David Marshall Lang, „A Modern History of Georgia“ — London: Weidenfeld and Nicolson, 1962

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]