ვიქტორ თევზაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიქტორ თევზაია
დაბ. თარიღი 1883
დაბ. ადგილი თეკლათი
გარდ. თარიღი 1932
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა ეკონომისტი, დიპლომატი და პოლიტიკოსი
ალმა-მატერი ჟენევის უნივერსიტეტი

ვიქტორ ვასილის ძე თევზაია (დ.1883, თბილისი — გ.1932) — ქართველი პოლიტიკოსი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, დიპლომატი, აგრარულ საკითხებში სპეციალიზებული ეკონომისტი. ასევე ცნობილი, ფსევდონომებით — მაშინაძე და გიორგი[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905 წლის რუსეთის რევოლუციის დროს, თევზაია ხელმძღვანელობდა შავი ზღვისპირა, საპორტო ქალაქ ფოთში სოციალურ-დემოკრატიულ ორგანიზაციას, რომელმაც რკინიგზის მუშების გაფიცვა მოაწყო. ამის შემდეგ, ის დასავლეთ ევროპაში ცხოვრობდა. მან ჟენევის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე, პრივატ-დოცენტის თანამდებობა მიიღო[2]. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, როცა პირველი მსოფლიო ომის დროს რუსეთის მონარქია ჩამოინგრა, თევზაია კვლავ ჩაერთო კავკასიის პოლიტიკაში.

1918 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ამავე წლის აგვისტოში, ვიქტორ თევზაია გაგზავნვილ იქნა ელჩად უკრაინის რესპუბლიკაში. ერთი თვის შემდეგ ის პირველ ელჩად დანიშნეს კიევში[3][4]. 1919 წელს ის მიიღეს საქართველოს დამფუძნებელ კრებაში. 1918-1920 წლებში იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, რომელიც მან დატოვა 1923 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ.

ვიქტორ თევზაია გარდაიცვალა 1932 წელს; სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით. თანამედროვე პირობებში თევზაიას იდეები და ინიციატივები ხორციელდება თავისუფალი საერთაშორისო ეკონომიკური ზონებისთვისა (რევაზ ლორთქიფანიძე) და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტიანი პროექტებისათვის (BSEC).

„ვაჭრობის ძირითადი საკითხები“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვაჭრობის ძირითადი საკითხები“ — ამ სახელწოდებით გამოვიდა ვიქტორ თევზაიას წიგნი თბილისში, 1927 წელს, რომელიც 17 თავისაგან შედგება და იხილავს უმთავრეს ვაჭრობის საკითხებს. წიგნის წინასიტყვაობაში ავტორი აღნიშნავს: „...როგორც ჩვენში არსებული სპეციალური (კოოპერატიული და ფინანსური) კურსები, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკომიკური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ეს დარგი სპეციალური სწავლის საგანს წარმოადგენს. მოკლე სახელმძღვანელო კი ქართულ ენაზე ჯერჯერობით არ მოიპოვება.“

ავტორის მიზანს წარმოადგენს საკითხის თეორიული გაშუქება, ანუ ვაჭრობის, როგორც ეკონომიკური ფაქტორის დახასიათება და მეცნიერულად დასაბუთება ყველა იმ პოსტულატებისა, რომელზედაც შენდება (ან აშენებულია) სახელმწიფო მეურნეობის ეს მნიშვნელოვანი დარგი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სოციალ-დემოკრატების სია Russian. =Morozov, KN. ციტირების თარიღი: 9 February 2013.
  2. Senn, Alfred Erich (1971). The Russian Revolution in Switzerland, 1914-1917. University of Wisconsin Press, გვ. 184. 
  3. Kubiyovych, Volodymyr, ed. (1988). „Georgia“. Encyclopedia of Ukraine, Volume 2. Toronto: University of Toronto Press.
  4. Beradze, Tamaz (2010). „GeorgiaEast Europe Relations since Ancient Times until Now“ (PDF). Caucasus Journal of Social Sciences. Tbilisi: The University of Georgia Press. 3 (1): 171. ISSN 1512-3677. ციტირების თარიღი: 9 February 2013.