ჰუსეინ მამედოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰუსეინ მამედოვი
Huseyngulu Mammadov.jpg
დაბ. თარიღი 1875
დაბ. ადგილი მუღანლო
გარდ. თარიღი არაუადრეს 1921
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ჰუსეინ გიულმამედ ოღლუ მამედოვი აზერ. Hüseyn (Söyün) Gülməmməd oğlu Məmmədov (დ. 1875, მუღანლო, სიღნაღის მაზრა — გ. უცნობია) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰუსეინ მამედოვი დაიბადა 1875 წელს, სიღნაღის მაზრის სოფელ მუღანლოში.

მიღებული ჰქონდა დაწყებითი საშინაო განათლება. 1899 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1904 წლიდან იყო მუსლიმური სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „ჰუმმეტის“ (ენერგია) ერთ-ერთი დამაარსებელი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. აქტიურად მუშაობდა საქართველოს მუსლიმების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად ჩამოყალიბებულ სხვადასხვა კომისიაში. აირჩიეს მუღანლოს თემის თავმჯდომარედ; მისდევდა სოფლის მეურნეობას. თანამშრომლობდა ქართულ პრესასთან. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 292.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]