ტარტუს უნივერსიტეტი
ტარტუს უნივერსიტეტი | ||
---|---|---|
ესტ. Tartu Ülikool | ||
![]() | ||
![]() | ||
დაფუძნდა | 1632 (1710–1802 წწ დახურული) | |
დამფუძნებელი (-ები) | გუსტავ II ადოლფი | |
ტიპი | საჯარო | |
რექტორი | ვოლი კალმი | |
სტუდენტი | 12 970 | |
ქალაქი | ტარტუ | |
ქვეყანა |
![]() | |
ფერები | თეთრი, ლურჯი | |
მეტსახელი | UT | |
კავშირები | Atomium Culture, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[1] , Coimbra Group და Utrecht Network | |
| ||
https://www.ut.ee/ | ||
ტარტუს უნივერსიტეტი (ესტ. Tartu Ülikool, ლათ. Universitas Tartuensis) — კლასიკური უნივერსიტეტი ესტონეთში ქალაქ ტარტუში, დააარსა 1632 წელს, შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფმა, ლივონიაში Academia Gustaviana-ს სახელწოდებით. ტარტუს სასწავლებელი გახდა შვედეთის მეორე უნივერსიტეტი - (უპსალის უნივერსიტეტის შემდეგ) — Universitas Gustaviana.
მეფე გუსტავ II ადოლფმა აკადემიის პირველ რექტორად თავისი პირველი მასწავლებელი და დამრიგებელი, ლივონიის, უნგრეთის და კარელიის გენერალ-გუბერნატორი იოჰან შუტე დანიშნა.
XVIII საუკუნეში, ესტონეთის რუსეთთან შეერთების შემდეგ უნივერსიტეტი დაიხურა, თუმცა ალექსანდრე I-მა 1802 წელს კვლავ გახსნა სასწავლებელი.
უნივერსიტეტი გაწევრებულია ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაში - უტრეხტის ქსელი.
ფაკულტეტები და დეპარტამენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სადღესიოდ უნივერსიტეტში არის 9 ფაკულტეტი (საღვთისმეტყველო, იურიდიული, მედიცინის, ფილისოფიის, ეკონომიკური, მათემატიკა-ინფორმატიკის, ფიზიკური აღზრდის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიის, სოციალური და საგანმანათლებლო მეცნიერებათა ფაკულტეტები) და 5 კოლეჯი (ევროპის, ნარვის, პიარნუს და ტიურის კოლეჯები, აგრეთვე ვილიანდის კულტურის აკადემია). სტუდენტების რიცხვი 2009 წლის ბოლოს 17 000-ზე მეტი იყო (აქედან დაახლოებით 600 უცხოელი სტუდენტი). უნივერსიტეტში მუშაობს 3 200-ზე მეტი ადამიანი (აქედან 180 პროფესორი, აგრეთვე 500-ზე მეტი მკვლევარი).
კამპუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტარტუს უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი — ესტონეთის კლასიკური არქიტექტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია. შენობა 1804—1809 წლებში არქიტექტორ იოჰან ვილჰემ კრაუზეს პროქტით აშენდა, ძველ მარიამის ტაძრის ადგილზე.
ცნობილი პერსონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
უნივერსიტეტის რექტორი 1892 წელს საიდუმლო მრჩეველი, პროფესორი ოტომარ მეიკოვი იყო.
1821-1853 წლებში უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის პროფესორი ფრიდრიხ კარლ გერმან კრუზე იყო.
უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყო იული ფერდინანდ მაციონი (დ. 1817, 22 აპრილი, რიგა - გ.† 1885, 20 დეკემბერი, კიევი) - ექიმი-თერაპევტი და პათოლოგი,წმიდა ვლადიმირის უნივერსიტეტის პათოლოგიის და პათ. ანატომიის პროფესორი, ალექსანდრიული საავადმყოფოს პირველი დირექტორი (1875 - 1885 წწ).
1886-1896 წლებში ფარმაკოლოგიის და ტოქსიკოლოგიის პროფესორი მედიცინის ფაკულტეტიზე იყო გერმანელი სპეციალისტი რობერტ კუბერტი.
უნივერსიტეტის პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გუსტავ ფლორი, ენტომოლოგი