მოსე დავარაშვილი
იერსახე
| მოსე დავარაშვილი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი | 1893[1] |
| დაბადების ადგილი | ცხინვალი |
| გარდაცვალების თარიღი | 1980[1] |
| გარდაცვალების ადგილი | ისრაელი |
| მოქალაქეობა |
|
მოსე (მოშე) რახამის ძე დავარაშვილი (დ. 1893, ცხინვალი, — გ. 1980, იერუსალიმი) — ქართველი ებრაელი საზოგადო მოღვაწე, რაბინი.
მოღვაწეობდა ქუთაისში. 1917 წელს საქართველოს ეროვნულ საბჭოში წარმოადგენდა საქართველოს ებრაელობას. იყო 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან. შემდგომშიც აგრძელებდა რელიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ქართველ ებრაულ საზოგადოებაში. 1970 წელს გადასახლდა ისრაელში, სადაც საქართველოდან ემიგრირებულ ებრაელთა ერთ-ერთი სულიერ ლიდერად ითვლებოდა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.