ლეონტი ჟღენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟღენტი.
ლეონტი ჟღენტი
დაბ. თარიღი 1884
დაბ. ადგილი ჯვარცხმა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 8 აპრილი, 1969
გარდ. ადგილი აბონდანი, საფრანგეთი
ეროვნება ქართველი
პარტია საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია
ძირითადი იდეები სოციალ-დემოკრატია
საქმიანობა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი
მამა ალმასხან ჟღენტი

ლეონტი (ვიქტორ) ჟღენტი (დ. 12 ოქტომბერი, 1884, ჯვარცხმა, ოზურგეთის მაზრა — გ. 8 აპრილი, 1969, აბონდანი) — ქართველი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გლეხის ოჯახში, დაამთავრა ბათუმის სახელოსნო სასწავლებელი და საბუღალტრო კურსები. პროფესიით იყო ფეიქარი და ბუღალტერი, იყო რსდმპ წევრი, მუშაობდა მენშევიკების ფრაქციაში. 1900-იანი წლების ბოლოდან პოლიტიკურ მუშაობას ეწეოდა ბაქოში. 1910 წელს ბაქოში ხელმძღვანელობდა ქართულ სალიტერატურო-სამხატვრო წრეს, გამოსცემდა ჟურნალ „წყაროს“.

1917 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო სამხედრო და საარჩევნო კომისიების წევრი. იყო მთავრობის საგანგებო რწმუნებული ცხინვალში.

1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დატოვა საქართველო და ცხოვრობდა საფრანგეთში. გარდაიცვალა აბონდანის მოხუცთა თავშესაფარში, დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხვადაგიანი ი. „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“ გვ. 338 — საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016 ISBN 978-9941-0-9318-0