იოსებ კვარაცხელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კვარაცხელია.
იოსებ კვარაცხელია
დაბადების თარიღი 1883
დაბადების ადგილი წალენჯიხა, ქუთაისის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი არაუადრეს 1924

იოსებ კვარაცხელია (დ. 1883, წალენჯიხა, ზუგდიდის მაზრა — გ. უცნობია) — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოსებ კვარაცხელია დაიბადა 1883 წელს, ზუგდიდის მაზრაში, გლეხის ოჯახში დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სასწავლებელი.

1904 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი. 1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა სოხუმში განვითარებულ მოვლენებში. იყო რევოლუციური სახალხო სასამართლოს წევრი. რევოლუციის დამარცხების შემდეგ, 1906 წელს თანამებრძოლებთან ერთად დააპატიმრეს; 1908 წლის 28 აპრილს ტფილისის სასამართლო პალატამ ბრალდებების დაუსაბუთებლობის გამო გაათავისუფლა. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო წალენჯიხაში წითელი რაზმის ორგანიზატორი და კომისარი. იცნობდნენ მეტსახელით „უჩა-იოსები“ (მეგრულად შავი იოსები). 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. დაპატიმრებული იყო 1921 წელს ანტისაბჭოთა აგიტაციის საბაბით. 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყებისას ხელმძღვანელობდა ზუგდიდ-წალენჯიხის რაზმებს. შემდგომი ბედი უცნობია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 223, თბ., 2018 წელი.
  • ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“, 2016, ISBN 978-9941-0-9318-0.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]