ვასილ გურჯუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასილ გურჯუა
დაბ. თარიღი 15 ნოემბერი, 1885(1885-11-15)
დაბ. ადგილი კინდღი
გარდ. თარიღი 19 სექტემბერი, 1924(1924-09-19) (38 წლის)
გარდ. ადგილი სოხუმი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა პოლიტიკოსი

ვასილ გურჯუა (დ. 15 ნოემბერი, 1885 სოფ. კინდღი, კოდორის მაზრა — გ.19 სექტემბერი, 1924) — ქართველი პოლიტიკოსი. სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი 1901 წელს.

1902 წელს ჩაერთო განმათავისუფლებელ მოძრაობაში და გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის „მენშევიკური“ ფრაქციის წევრი. 1905 წელს აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ მოძრაობაში აფხაზეთში, გუდაუთაში. 1905 წელს დააპატიმრეს გუდაუთაში უცხოეთიდან იარაღის არალეგალურად შემოტანის საქმეზე. ტფილისის სასამართლო პალატამ 1907 წელს 102-ე მუხლით, ერთი წლით კატორღა მიუსაჯა. ორწელიწად-ნახევარი იჯდა ტფილისის მეტეხის ციხეში. 1918 წლის 26 მაისს, სეიმის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დელეგირებული იყო აფხაზეთში ავტონომიური მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში. 1921 წელს დააპატიმრეს ოჩამჩირეში, სადაც პოლიტბიუროს საპატიმროში იჯდა 15 დღე და შემდგომ გადაგზავნეს სოხუმში, სადაც სამთვენახევარს იჯდა ციხეში. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა კინდღში, მაგრამ მასობრივი დაპატიმრებების დაწყების შემდეგ გადავიდა არალეგალურ მდგომარეობაზე. 1924 წლის პირველ აგვისტოს, სოფელ ბედიაში, ოჩამჩირის მილიციის თანამშრომლებმა დააპატიმრეს. 1924 წლის 15 და 17 სექტემბერს, აფხაზეთის ასსრ საგანგებო სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს სოხუმში, 19 სექტემბრის დილის 4 საათზე. დახვრეტის აქტის მიხედვით სიკვდილის წინ მისი მხრიდან თხოვნა ან რაიმე სახის განცხადება არ ყოფილა. დახვრეტის ადგილი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]