ნიკოლოზ კაციაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნიკოლოზ (კოლა) კაციაშვილი (დ.1875, გომი, გორის მაზრა — გ.1919) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლა კაციაშვილი დაიბადა 1875 წელს, სოფელ გომში. სწავლობდა ტფილისის სათავადაზნაურო ქართულ გიმნაზიაში.

1899 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1905 წლიდან მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების ფრაქციაში"; ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში და ეწეოდა მეურნეობას; აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში გორის მაზრაში. რამდენჯერმე დააპატიმრეს პოლიტიკური საბაბით. 1907 წელს იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ლონდონის ყრილობის დელეგატი. 1907 წელს აირჩიეს მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად ტფილისის გუბერნიიდან; მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. 1907 წლის 3 ივნისს მეორე სახელმწიფო სათათბირო დაშალეს და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის დეპუტატები პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის დებულების 100-ე და 102-ე მუხლებით, ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის ბრალდებით. იგი იჯდა პეტერბურგის ციხეში, სადაც ჯანმრთელობა ძლიერ შეერყა. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ დაბრუნდა და ცხოვრობდა საკუთარ სოფელში, ქვემო-გომში პოლიციის საიდუმლო მეთვალყურეობის ქვეშ. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. გარდაიცვალა 1919 წელს. დაკრძალულია სოფელ გომის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]