ლევან ნათაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნათაძე.

ლევან (ლეო) იასონის ძე ნათაძე (დ. 1880, კასპი — გ. 1922, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, პედაგოგი, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1899 წელს ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის მესამე გიმნაზია და ჩაირიცხა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია ფილოლოგიის ფაკულტეტზე, მაგრამ სტუდენტთა პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობისათვის გარიცხეს და დააპატიმრეს. უნივერისტეტის დამთავრების შემდეგ, ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, კითხულობდა ლექციებს სახალხო უნივერსიტეტში. ერთხანს ერევნის გიმნაზიაში იყო მასწავლებლად. სამშობლოში დაბრუნებული თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთებში და სახალხო განათლების ორგანოებში. 1919-21 წლებში იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან და განათლების კომისიის თავმჯდომარე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 287, თბ., 1994