ივანე ჭავჭანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე ჭავჭანიძე
დაბ. თარიღი 1886
დაბ. ადგილი ხონი
გარდ. თარიღი 1946
გარდ. ადგილი პარიზი
საქმიანობა პოლიტიკოსი
ალმა-მატერი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი

ივანე ჭავჭანიძე (დ. 1886, ხონი, ქუთაისის მაზრა — გ. ივლისი, 1946, პარიზი, საფრანგეთი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე (ვანო) ჭავჭანიძე დაიბადა 1886 წელს, ქუთაისის მაზრის დაბა ხონში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი.

სტუდენტობის პერიოდიდანვე მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა გიმნაზიის მასწავლებლად და კოოპერატიულ დაწესებულებებში. თანამშრომლობდა ქართულ გამოცემებთან, აქვეყნებდა ბელეტრისტულ და დრამატულ ნაწარმოებებს; იყენებდა ფსევდონიმს „ი. ჭ-ძე". 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო ხონის ქალაქისთავად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო გზათა კომისიის თავმჯდომარე, სამანდატო კომისიის მდივანი, სარეკომენდაციო, თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების წევრი. მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ქალაქთა კავშირის სამეურნეო ბიუროში; იყო ცენტრალური სასურსათო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. პარალელურად იყო მომარაგების მინისტრის, 1920 წლის 8 დეკემბრიდან კი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დატოვა სამშობლო; ცხოვრობდა საფრანგეთში და განაგრძობდა პარტიულ ორგანიზაციებში მუშაობას. 1924 წლის სექტემბერში აგვისტოს აჯანყების ჩახშობის შემდეგ საქართველოს სსრ-ის ხელისუფლებამ მოახდინა მისი ქონების კონფისკაცია.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 261.