შინაარსზე გადასვლა

ერიკ ბერნშტეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ერიკ ბერნშტეინი
დაბ. თარიღი 1866
გარდ. თარიღი 19 იანვარი, 1932(1932-01-19)
გარდ. ადგილი ბერლინი
საქმიანობა პოლიტიკოსი

ერიკ ადოლფის ძე ბერნშტეინი (დ. 1866 — გ. 19 იანვარი, 1932, ბერლინი) — გერმანელი პედაგოგი, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ერიკ ადოლფის ძე ბერნშტეინი დაიბადა 1866 წელს. ეროვნებით იყო გერმანელი. უმაღლესი განათლება საზღვარგარეთ მიიღო; პროფესიით პედაგოგი. 1917 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1918 წელს, ამიერკავკასიის სეიმმა გერმანიაში წარმომადგენლად გაგზავნა. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო მომარაგების კომისიის წევრი და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის მდივანი.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დატოვა საქართველო და ცხოვრობდა გერმანიაში. გარდაიცვალა 1932 წლის 19 იანვარს, ბერლინში. 22 იანვარს ცხედარი დაწვეს ვედინგის კრემატორიუმში.

  • ირაკლი ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. გვ. 175, თბ., 2016,