ივანე ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივანე ლორთქიფანიძე
Lordkipanidze Ivane.jpg
დაბ. თარიღი 30 ივლისი (11 აგვისტო) 1889
დაბ. ადგილი სენაკის მაზრა
გარდ. თარიღი 21 ოქტომბერი 1937(1937-10-21) (48 წლის)
გარდ. ადგილი საქართველო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ
მუშაობის ადგილი ხარკოვის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ხარკოვის უნივერსიტეტი

ივანე ლორთქიფანიძე (დ. 30 ივლისი, 1890, მარანი, სენაკის მაზრა — გ. 14 სექტემბერი, 1937) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ივანე ნესტორის ძე ლორთქიფანიძე დაიბადა 1890 წლის 30 ივლისს, სენაკის მაზრის სოფელ მარანში.

1900 წლიდან სწავლობდა ტფილისის ვაჟთა გიმნაზიაში; სწავლის დროს ჩაერთო სოციალისტ-რევოლუციონერთა ახალგაზრდული წრის მუშაობაში. 1905 წელს პარტიული მუშაობის გამო დააპატიმრეს. ცოტა ხნის შემდეგ შეძლო სწავლის გაგრძელება ტფილისის ვაჟთა გიმნაზიაში. ამავე წელს სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად; 1917 წელსვე —რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით.

1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1918 წლის მარტში, რუსეთის სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ამიერკავკასიის ორგანიზაციაში მომხდარი განხეთქილების შემდეგ, გახდა საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი და შედიოდა მის მთავარ კომიტეტში. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. ასრულებდა გზათა მინისტრის მოვალეობას. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1933 წელს მეთაურობდა ესერების კ/რ იატაკქვეშა ორგანიზაციას, შევიდა ინტერპარტიული კომიტეტის შემადგენლობაში, რომელიც ხელმძღვანელობდა საქ.-ში მომქმედ ყველა კ/რ, ტერორისტულ, დივერსიულ-მავნებლურ და ჯაშუშურ ანტისაბჭოთა პარტიების საქმიანობას. სასჯელის ზომა: დახვრეტა, პირადი ქონების კონფისკაცია. დახვრიტის 14 სექტემბერს, 1937 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. გვ. 286-288, თბილისი, 2016