ვასილ ცაბაძე
იერსახე
ვასილ ცაბაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 1870[1] |
დაბ. ადგილი | საციხური (ქარელის მუნიციპალიტეტი) |
გარდ. თარიღი | 30 აგვისტო, 1924 |
გარდ. ადგილი | თბილისი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
ვასილ (ვასო) ზაქარიას ძე ცაბაძე (დ. 1870 — გ. 30 აგვისტო, 1924) — საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.[2][3]
დაიბადა 1870 წელს გორის მაზრის სოფელ საციხურში (ამჟამად ქარელის მუნიციპალიტეტი), ზაქარია დიმიტრის ძე ცაბაძის ოჯახში. ვასილ ცაბაძე იყო „მესამედასელი“, იგი ერთ-ერთი პირველი შევიდა სოციალ-დემოკრატიულ კომიტეტში 1898 წელს. მოგვიანებით იგი იყო აღნიშნული პარტიის მემარჯვენე ფრთის, მენშევიკური მიმართულების წევრი. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე (1918 წელი) ვასილ ცაბაძის ხელმოწერაც არის აღნიშნული.
ვასილ ცაბაძე 1916 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
ვასილ ცაბაძე 1924 წელს გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს თბილისში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რ-ი ნ., ვასო ცაბაძე // „ბრძოლა“ : ჟურნალი, პარიზი, 1925, № 3, გვ. 25-26.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი — 2001.
- ↑ ზაქარია გურული — „მოგონებები“, თბილისი, 2007 წელი
- ↑ ალექსანდრე სიგუა — „ვინ მოკლა ილია ჭავჭავაძე?“, თბილისი, 1989 წელი