მიხეილ კოვალიოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხეილ კოვალიოვი
დაბ. თარიღი 1879
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი არაუადრეს 1921
საქმიანობა პოლიტიკოსი

მიხეილ კოვალიოვი (დ. 1879, ტფილისი — გ. უცნობია) — პოლიტიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ კოვალიოვი დაიბადა 1879 წელს, ტფილისში.

იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის "მენშევიკების" ფრაქციის წევრი. 1917 წელს რსდმპ-ს "მენშევიკური" ფრაქციის სიით კენჭს იყრიდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებზე. 1917 წელს იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. 1919 წლამდე იყო საქართველოს რკინიგზის მატერიალური სამსახურის რევიზორი. 1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გზათა და ტექნიკური კომისიების წევრი. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირაკლი ხვადაგიანი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია. თბილისი, 2016, გვ. 278.