ანა სოლოღაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ანა (ოლა) სოლოღაშვილი (დ. 1882 — გ. 1937) — საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

1903 წლიდან საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. 1918 წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული საბჭოს მუშაობაში, ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად სოციალ-დემოკრატების სიით. იყო საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიის წევრი. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ანტისაბჭოთა არალეგალურ მოძრაობაში ჩაება. 1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1937 წელს შინსახკომის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რაიონულმა განყოფილებამ დააპატიმრა. ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, შოვინისტური განწყობების, ასევე მენშევიკთა ლიდერ ნოე რამიშვილთან კავშირის ბრალდებით, ანა სოლოღაშვილს დახვრეტა მიუსაჯეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კირთაძე ნესტან, „კაენ, სად არის ძმა შენი?!“, თბ., 1998
  • საქართველოს ეროვნული არქივი, საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი #1833, ანაწერი #1, საქმე #160.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]