ივანე ვაშაყმაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ივანე ვაშაყმაძე
დაბ. თარიღი 1901
ახალსაყდარი, ოზურგეთის მაზრა
ეროვნება ქართველი
განათლება მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი 1930-1931

ივანე ვაშაყმაძე (დ. 1901, ახალსაყდარი - გ. 1937)

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ახალსაყდარში. დაამთავრა ჯერ სოფლის ორკლასიანი, შემდეგ ოზურგეთის დაწყებითი სასწავლებელი და ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1917 წლიდან იყო ბოლშევიკური პარტიის წევრი. 1919 წელს ხელმძღვანელ როლს ასრულებდა გურიის კომკავშირის ორგანიზაციის დაარსებაში.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ვაშაყმაძე პარტიულ-კომკავშირულ მუშაობას ეწეოდა: იყო დუშეთისა და ახალსენაკის კომკავშირის სამაზრო კომიტეტების მდივანი. 1923 წელს მოსკოვში გაგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. 1926 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომუნისტური აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. მუშაობდა იმავე ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად და ისტორიული მატერიალიზმის სექციის სწავლულ მდივნად. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში, კითხულობდა დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის კურსს.

1930 წელს ვაშაყმაძე დანიშნეს საქართველოს პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად. ამ თანამდებობაზე ის 1931 წლის სექტემბრამდე იმყოფებოდა. სხვადასხვა დროს იგი მუშაობდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრის მოადგილედ, კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის დირექტორად; 1934 წელს აირჩიეს საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის პრეზიდიუმის წევრად. მისი რედაქტორობით ქართულ ენაზე დასტამბულია მარქსის, ენგელსისა და ლენინის შრომები; არაერთი გამოკვლევა აქვს გამოქვეყნებული დიალექტიკური და ისტორიული მატერიალიზმის საკითხებზე. იყო ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

დახვრიტეს 1937 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]