გიორგი შარვაშიძე (მეცნიერი)
გიორგი შარვაშიძე | |
![]() | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 23 სექტემბერი, 2016 |
წინამორბედი | ვლადიმერ პაპავა |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 დეკემბერი, 2013 – 9 სექტემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი |
დაბადებული | 25 აპრილი, 1963 თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მეუღლე | ნინო ჭელიძე |
შვილები | კონსტანტინე შარვაშიძე |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი |
გიორგი შარვაშიძე (დ. 25 აპრილი, 1963, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე 2013 წლის 10 დეკემბრიდან - 2016 წლის 9 სექტემბრამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი 2016 წლის 23 სექტემბრიდან.[1]
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი დოქტორის აკადემიური ხარისხით განათლების მართვის მიმართულებით 2006 წელს.
1983-1993 წლებში თბილისის მე-6 გიმნაზია, მასწავლებელი; 1988-1989 წლებში საქართველოს განათლების სამინისტრო, მინისტრის თანაშემწე; 1989-1990 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წელს სამხრეთ მილუოქის სკოლა (South milwaukee High School, WI, USA), უისკონსინის შტატი, აშშ, გაცვლითი მასწავლებელი; 1991-1994 წლებში საქართველოს განათლების სამინისტრო, საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი; 1994-1996 წლებში. საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე; 1996-2000 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მინისტრის პირველი მოადგილე; 2001-2003 წლებში უმაღლესი განათლების რეფორმის პროექტი (COE,OSI), საერთაშორისო ჯგუფის ხელმძღვანელი; 2002-2003 წლებში განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი (EPPM), თბილისი, პრეზიდენტი; 2003-2004 წლებში ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, პროგრამის უფროსი მენეჯერი; 2004-2013 წლებში ღია საზოგადოების ინსტიტუტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი, აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა (AFP), დირექტორი; 2013 წლიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ბუნების მსოფლიო ფონდის“ ბიულეტენი (WWF Bulletin) სარედაქციო საბჭო, წევრი (1993-1996)
- ადამიანური რესურსების განვითარების ცენტრი (UNDP/ETF) , საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი (1996-2000)
- ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფი, მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე (2015-)
- გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) საქართველოს ეროვნული კომისი, წევრი (1998-)
- განათლების ევროპული ფონდი (ETF), საკონსულტაციო ფორუმი, წევრი (1995-2000)
- საქართველოს კვლევებისა და ინოვაციების საბჭო, წევრი (2015-)
- უმაღლესი განათლების რეფორმები (HERE), ექსპერტი (2015-)
- შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2015-)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გიორგი შარვაშიძე (მეცნიერი) — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი შარვაშიძის ბიოგრაფია უნივერსიტეტის ვებგვერდზე დაარქივებული 2020-05-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|