ვიკიპედია:წყაროს მითითება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nutshell.png ორი სიტყვით: ამ გვერდზე აღწერილია, თუ როგორ მიუთითოთ წყარო თქვენ სტატიას.
Office-book.svg

ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს. ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. სტატიებში შეძლებისდაგვარად მითითებული უნდა იყოს ეს წყაროები. ნებისმიერი მასალის მართებულობა წყაროს მითითების გარეშე შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და წაიშალოს. იდეალში, წყარო უნდა იყოს მითითებული თითოეული წინადადების ბოლოს, მაგრამ ამგვარი იდეალიზაციის შემთხვევაში ვიკიპედიის შინაარსის აღქმა ძალზედ რთული იქნება. აქედან გამომდინარე, არსებობს კომპრომისი, რომ წყარო სტატიის ყოველი აბზაცის ბოლოს უნდა არსებობდეს.

მაგრამ, ისმის კითხვა — როგორ ჩავსვა წყარო სტატიაში. მიუხედავად თავდაპირველი სირთულისა, რომელზეც ხშირად ვიკიპედიის ახალი რედაქტორები საუბრობენ, წყაროს ჩასმა ძალზედ მარტივია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ რედაქტირების პანელის უკეთ გაცნობა.

Paneli qartuli vikis.png
  • ზემოთ მოყვანილი პანელის განხილვაზე არ შევჩერდები და ყურადღებას მხოლოდ მე-6 ხატულაზე გავამახვილებ.
Paneli qartuli vikis2.png
  • რედაქტირებისას ამ ხატულაზე დაჭერისას იხსნება ახალი ფანჯარა,
Kawikidialogisqoliosi.png
  • რომელშიც სპეციალური ველია. ამ ველში ჩაწერეთ თქვენი წყარო. მაგ. „საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი“, 2006 წ. მეორე გამოცემა. ISBN 99940-0-923-0
Kawikidialogisqoliosi2.png
  • შემდეგ დააჭირეთ ჩასმა ღილაკს და ისიამოვნეთ რეზულტატით :)
Kawikidialogisqoliosi3.png

თუ აქამდე წაიკითხეთ, გილოცავთ, წყაროს ჩასმა უპრობლემოდ შეგიძლიათ — იყო რაიმე სირთულე? ;)

იხილეთ აგრეთვე

თუ თვლით, რომ ცოდნის გაღრმავება გჭირდებათ, შეგიძლიათ შემდეგ გვერდებს გაეცნოთ: