მეხიკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Under construction icon-red.svg ამ სტატიას ამჟამად აქტიურად არედაქტირებს MIKHEIL.

გთხოვთ, ნუ შეიტანთ მასში ცვლილებებს, სანამ ეს განცხადება არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მოხდეს რედაქტირების კონფლიქტი.
ამ შეტყობინების განთავსების თარიღია თარიღი არაა მითითებული! და იგი მხოლოდ ერთი კვირა შეიძლება დარჩეს სტატიაში.


მომხმარებლის სახელის და თარიღის ავტომატურად მისათითებლად, გამოიყენეთ თარგი {{subst:L}}

ქალაქი
მეხიკო
Ciudad de México
Ciudad de México Distrito Federal.png
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
კოორდინატები 19°25′10″ ჩ. გ. 99°08′44″ დ. გ. / 19.41944° ჩ. გ. 99.14556° დ. გ. / 19.41944; -99.14556
დაარსდა
ფართობი 1,485 კმ²
7,854 (მეტროპოლია) კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან 2,420
მოსახლეობა 8,851,080 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 6,000 კაცი/კმ²
აგლომერაცია 22,000,000
სასაათო სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
საფოსტო ინდექსი 00–16
ოფიციალური საიტი http://www.df.gob.mx

მეხიკო მდებარეობა მექსიკა

Red pog.svg
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 412
რუს.ინგლ.ფრ.

მეხიკო (ესპ. Ciudad de México [sjuˈðað ðe ˈmexiko]) — ფედერალური რაიონი (distrito federal), მექსიკის დედაქალაქი და ფედერალური ხელისუფლების ადგილსამყოფელი.[4] წარმოადგენს ფედერალურ ერთეულს მექსიკის შემადგენლობაში, არ მიეკუთვნება 31 შტატიდან არც ერთს და ეკუთვნის მთლიანად ფედერაციას. მეხიკო ამჟამად ქვეყნის უდიდესი ქალაქი, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და საფინანსო ცენტრია.

მეხიკოს მინიჭებული აქვს „ალფა“ რანგის გლობალური ქალაქის სტატუსი[5] და ის მთლიანად ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფინანსო ცენტრია.[6] მდებარეობს მაღლობ პლატოზე გადაჭიმულ მეხიკოს ველზე (Valle de México), მექსიკის შუაგულში, ზღვის დონიდან 2 240 მეტრზე. ქალაქი ექვსი კვარტლისგან შედგება.

2009 წლის მიახლოებითი მონაცემებით, საკუთრივ ქალაქის მოსახლეობა 8,84 მილიონ ადამიანს შეადგენდა,[7] ფართობი კი 1 485 კმ² იყო.[8] ფედერალური და სახელმწიფო ხელისუფლების მიერ დაწესებული ყველაზე ბოლოდროინდელი განმარტების მიხედვით, დიდი მეხიკოს მოსახლეობა 21.2 ადამიანს აღწევს.[9] შედეგად, მეხიკო დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდი მეტროპოლიური არეალი, მეათე უდიდესი აგლომერაცია და მსოფლიოში უდიდესი ესპანურენოვანი ქალაქია.[10]

დიდი მეხიკოს მთლიანი შიდა პროდუქტი 2011 წელს 411 მილიარდი აშშ დოლარი იყო და შესაბამისად, ქალაქ მეხიკოს ურბანული აგლომერაცია მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი მეტროპოლიური არეალია მთელ მსოფლიოში.[11] ამავე წლის მონაცემებით, ქალაქი აწარმოებდა მექსიკის მთლიანი შიდა პროდუქტის 15.8%-ს, მეტროპოლიური არეალი კი ეროვნული მშპ-ის 22%-ს.[12] 2013 წელს, ცალკე აღებული ქალაქი მეხიკო ლათინურ ამერიკაში მეხუთე უდიდესი ეკონომიკის მქონე იყო — ხუთჯერ მეტი ვიდრე მთლიანად კოსტა-რიკის ეკონომიკა და თითქმის იგივე ზომის, რაც პერუს ეკონომიკა.[13]

მეხიკო უძველესი დედაქალაქია დასავლეთ ნახევარსფეროში, ამავე დროს, კიტოსთან ერთად, იგი იმ ორ დედაქალაქს შორისაა, რომლებიც ადგილობრივმა ინდიელებმა დააარსეს. თავდაპირველად, 1325 წელს, ქალაქი ტესკოკოს ტბაში მდებარე კუნძულზე აცტეკებმა დააარსეს და მას ტენოჩტიტლანი უწოდეს. თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, 1521 წელს იგი მთლიანად დაინგრა ტენოჩტიტლანის ალყის დროს. უკვე ამის შემდეგ, ქალაქი ხელახლა დაპროექტდა და აშენდა ესპანური ურბანული სტანდარტების შერწყმით. 1524 წელს შეიქმნა მეხიკოს მუნიციპალიტეტი, რომელსაც მეხიკო-ტენოჩტიტლანი უწოდეს,[14] 1585 წელს კი ოფიციალურად ეწოდა ქალაქი მეხიკო (Ciudad de México).[14] მეხიკო ესპანეთის კოლონიური იმპერიის საკმაოდ დიდი ნაწილის პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ფინანსური ცენტრის ფუნქციებს ასრულებდა.[15] მას შემდეგ, რაც მექსიკამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, 1824 წელს შეიქმნა მეხიკოს ფედერალური რაიონი.

ფართო პოლიტიკური ავტონომიის მრავალწლიანი მოთხოვნის შემდეგ, 1997 წელს მეხიკოს მაცხოვრებლებს უფლება მიეცათ საყოველთაო არჩევნების გზით, პირდაპირ აირჩიონ მთავრობის მეთაური და ერთპალატიანი საკანონმდებლო ასამბლეის წარმომადგენლები. ამ დროიდან მოყოლებული, ხელისუფლების ორივე შტოს მართავს მემარცხენე მიმართულების დემოკრატიული რევოლუციის პარტია.[16] ბოლო წლებში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ლიბერალური პოლიტიკის ტალღა გაატარა, მათ შორის, შემოიღო თანხმობა აბორტზე მოთხოვნის შემთხვევაში, ევთანაზიის შეზღუდული ფორმა, განქორწინება ორივე მხარის თანხმობის გარეშე და ერთსქესიანთა ქორწინება.

ისტორია[რედაქტირება]

აცტეკების პერიოდი[რედაქტირება]

ქალაქი, რომელსაც ამჟამად მეხიკო ეწოდება, 1325 წელს მეხიკას ხალხმა დააარსა, რომლებსაც მოგვიანებით აცტეკები ეწოდათ. მეხიკების ძველი ქალაქი ამჟამად ტენოჩტიტლანის სახელითაა ცნობილი, აშენდა შიდა ტბების სისტემაში მდებარე კუნძულზე, მეხიკოს ველზე, სადაც მდებარეობდა პატარა ქალაქი-სახელმწიფო ტლატელოლკო. სამეცნიერო ლიტერატურაში მას ხშირად „ტენოჩტიტლან-ტლატელოლკოს“ სახელით მოიხსენიებენ.[17] აცტეკების დიდი ბაზრობა, რომელიც ბერნალ დიას დელ კასტილიომ დაიპყრო, ამ უკანასკნელს დეტალებში აღწერს თავის ქრონიკაში „მექსიკის დაპყრობის ნამდვილი ისტორია“; დასტურდება, რომ ეს ბაზრობა ტლატელოლკოში მდებარეობდა. მეხიკა ნაუატლზე მოლაპარაკე ერთ-ერთი უკანასკნელი ხალხი იყო, რომელიც ტოლტეკების იმპერიის დაშლის შემდეგ, მეხიკოს ველის ამ ნაწილში დასახლდა. მათ მოსვლას წინააღმდეგობა გაუწიეს ამ მიდამოებში უკვე მოსახლე ხალხებმა, თუმცა, მეხიკას ხალხმა მაინც შესძლო ტესკოკოს ტბის დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულზე ქალაქი გაეშენებინა. თავის მხრივ, მეხიკას ხალხს ქალაქის დაარსების საკუთარი ისტორია ჰქონდა, რომლის თანახმადაც, ამ კუნძულისკენ მათ მთავარმა ღმერთმა, უიცილოპოჩტლიმ მიუთითა. ამ ისტორიის მიხედვით, ღმერთმა მათ მიანიშნა ის ადგილი, სადაც მათ თავიანთი ქალაქი უნდა აეშენებინათ — თქმულების მიხედვით, აღსრულდა უიცილოპოჩტლის დანაბარები, დაეარსებინათ ქალაქი იმ ადგილას, სადაც კაქტუსზე მჯდარ არწივს დაინახავდნენ, რომელსაც ნისკარტით გველი ეჭირებოდა; ასეთ სცენას ისინი ტესკოკოს ტბაში მდებარე კუნძულზე წააწყდნენ. 1325-1521 წლებში ტენოჩტიტლანი გაიზარდა და გაძლიერდა, დომინანტი გახდა ტესკოკოს ტბის ირგვლივ და მთლიანად მეხიკოს ველზე მდებარე სხვა ქალაქ-სახელმწიფოებს შორის. ესპანელების გამოჩენისას, აცტეკების იმპერია მესოამერიკის უდიდეს ნაწილზე ვრცელდებოდა, გასასვლელი ჰქონდა როგორც მექსიკის ყურეზე, ისე წყნარ ოკეანეზე. 1519 წლისთვის ტენოჩტიტლანის მოსახლეობა დაახლოებით 150 000-200 000 ადამიანს შეადგენდა; ამ დროისათვის, ლონდონის მოსახლეობა 50 000 კაცს აღწევდა, პარიზის კი დაახლოებით 300 000-ს.[18]

ტენოჩტიტლანის დაპყრობა ესპანელთა მიერ[რედაქტირება]

კორტესისა და მისი ძალების შტურმი აცტეკთა თეოკალზე, by ემანუელ ლოიცე. 1848 წლის ნახატი.

ვერაკრუსის სანაპიროსთან მიდგომის შემდეგ, ერნან კორტესის ყურამდე მიაღწია ხმებმა დიადი ქალაქისა და მისი მოქიშპეების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კორტესი მექსიკაში ძალზედ პატარა არმიის თანხლებით მოვიდა, მან ადვილად მოახერხა დაერწმუნებინა მრავალი ადგილობრივი ტომი, რომ მას ტენოჩტიტლანის დანგრევაში დახმარებოდნენ.[19] ესპანელმა კორტესმა ტენოჩტიტლანი პირველად 1519 წლის 8 ნოემბერს იხილა.[20] ქალაქის მშვენებამ და ზომამ კორტესსა და მის ამალაზე თავზარდამცემი შთაბეჭდილება მოახდინა. ესპანელები იმ ქვაფენილს მიუყვებოდნენ, რომელმაც ისინი ქალაქ ისტაპალპაში მიიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერატორი მონტესუმა ტენოჩტიტლანის ცენტრიდან მათ შესახვედრად და საჩუქრების გასაცვლელად დაიძრა, მათ შორის მეგობრობამ დიდხანს ვერ გასტანა.[21] კორტესმა იმპერატორი შინაპატიმრობაში გამოკეტა იმ იმედით, რომ მისი ხელით იბატონებდა.[22] დაძაბულობა 1520 წლის 30 ივნისის ღამემდ გაგრძელდა, ღამემდე, რომელიც ისტორიაში „მწუხარების ღამის“ (La Noche Triste) სახელითაა ცნობილი, როდესაც აცტეკები ესპანელების წინააღმდეგ აჯანყდნენ და ევროპელებისა და მათი მოკავშირე ტლაჰკალტეკები შეპყრობა ან განდევნა განიზრახეს.[23] კორტესის ამალა ტლაჰკალტეკთან შეგროვდა. აცტეკებმა იფიქრეს, რომ ესპანელები სამუდამოდ წავიდნენ. მათ ახალი მეფე — კუიტლაუაკი აირჩიეს, თუმცა, ეს უკანასკნელი რამდენიმე თვეში ყვავილით დაავადდა და გარდაიცვალა. შემდეგი მეფე კუაუტემოკი გახდა.[24] ტენოჩტიტლანზე შემდეგი იერიშის მიტანა კორტესმა 1521 წლის მაისისთვის განიზრახა. სამი თვის მანძილზე, აცტეკთა დიდებული ქალაქი საკვებისა და წყლის ნაკლებობით იტანჯებოდა, ამას თან ერთვოდა ევროპელთა მიერ მოტანილი ყვავილის ეპიდემიის გავრცელება.[19] კორტესი და მისი მოკავშირეები კუნძულის სამხრეთით გამაგრდნენ და ქალაქში შესვლას ქუჩა-ქუჩა, სხლდა-სახლ გეგმავდნენ.[25] საბოლოოდ, იმპერატორი კუაუტემოკი მტერს 1521 წლის აგვისტოში ჩაბარდა.[19]

ქალაქის ხელახლა აშენება მეხიკოს სახელით[რედაქტირება]

მეხიკოს ნახატი, 1628 წ.

დაპყრობისას, ბოლო ალყისა დროს, ესპანელებმა ტენოჩტიტლანი პრაქტიკულად დაანგრიეს. კორტესი თავდაპირველად კოიოაკანში დასახლდა და გადაწყვიტა, აცტეკების ქალაქი ხელახლა აეშენებინა ისე, რომ წინა მმართველობის ყველანაირი კვალი წაეშალა.[20] კორტესს თავისი პირადი მმართველობით დამოუკიდებლობა არ გამოუცხადებია — ლოიალური რჩებოდა ესპანეთის სამეფოს მიმართ. პირველი ვიცე-მეფე ახალ სამფლობელოში თოთხმეტი წლის შემდეგ მოვიდა. ამ დროისათვის მეხიკო კვლავ ქალაქი-სახელმწიფო გახდა, რომლის ძალაუფლებაც ქალაქის საზღვრებს ბევრად სცდებოდა.[26] მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებმა ტენოჩტიტლანის საწყისი დაგეგმარება შეინარჩუნეს, აცტეკების ძველი ტაძრების ადგილას მათ კათოლიკური ტაძრები ააშენეს, ასევე მიითვისეს საიმპერატორო სასახლე.[26] ტენოჩტიტლანს სახელი შეუცვალეს და „მეხიკო“ უწოდეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ სახელს ესპანელები ადვილად წარმოთქვამდნენ.[20]

კოლონიური მეხიკოს ზრდა[რედაქტირება]

ბუნებრივი პირობები[რედაქტირება]

მეხიკო ქვეყნის თითქმის ცენტრშია განლაგებული. ქალაქი გადაჭიმულია მექსიკის ზეგნის სამხრეთი ნაწილის მაღლობებზე და მდებარეობს ზღვის დონიდან 2240 მ სიმაღლეზე. მეხიკოს ყველა მხრიდან ესაზღვრება მთები. დედაქალაქის ბუნებრივი პირობების ფორმირებაზე ზემოქმედებას ახდენს ტენიანი სუბტროპიკული კლიმატი.

წლიური ამინდი — მეხიკო
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
საშუალო მაღალი °F 70 73 78 80 80 76 74 74 73 73 72 70 74
საშუალო დაბალი °F 44 45 49 52 54 55 53 53 53 51 47 45 50
ნალექი დუიმი 0.4 0.4 0.5 1.1 2.3 6.2 7.2 6.8 5.7 2.4 0.2 0.3 31
საშუალო მაღალი °C 21.3 22.9 25.4 26.5 26.6 24.7 23.2 23.4 22.9 22.6 22.2 21.3 23.6
საშუალო დაბალი °C 6.5 7.4 9.7 11.3 12.2 12.5 11.8 11.9 11.9 10.4 8.4 7.2 10.1
ნალექი მმ 9 9 13 27 58 157 183 173 144 61 6 8 787
წყარო: World climate

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Secretaría de Relaciones Exteriores – México. Sre.gob.mx. დაარქივებულია ორიგინალიდან September 8, 2005-ში. წაკითხვის თარიღი: April 17, 2011.
  2. De la Colonia / 13 agosto de 1521: rendición de México-Tenochtitlan. Redescolar.ilce.edu.mx. წაკითხვის თარიღი: April 17, 2011.
  3. Conmemora la SecretarĂ­a de Cultura el 185 Aniversario del Decreto de CreaciĂłn del Distrito Federal. Cultura.df.gob.mx. წაკითხვის თარიღი: April 17, 2011.
  4. Artículo 44. Constitución Política de los Estados Unidos Mexicanos. წაკითხვის თარიღი: May 14, 2010.
  5. Foreign Policy. (2008)The 2008 Global Cities Index. წაკითხვის თარიღი: December 27, 2009.
  6. WFE – Member Exchanges. World-exchanges.org (April 1, 2003). წაკითხვის თარიღი: March 25, 2010.თარგი:Failed verification
  7. National Population Council. Mexico City Metropolitan Area. Government of the State of Mexico. წაკითხვის თარიღი: December 27, 2009.[მკვდარი ბმული]
  8. Brian W. Blouet, Olwyn M. Blouet. OECD Reviews of Regional Innovation OECD Reviews of Regional Innovation: 15 Mexican States 2009. OECD Publishing, 2009. p. 418 (p. 299). ISBN 978-92-64-06012-8.
  9. World Population Review. Mexico City Population 2013.
  10. United Nations. (2007)World Urbanization Prospects. დაარქივებულია ორიგინალიდან July 31, 2007-ში. წაკითხვის თარიღი: December 27, 2009.თარგი:Failed verification
  11. Global MetroMonitor | Brookings Institution. Brookings.edu. Retrieved on April 12, 2014.
  12. Mexico City GDP as compared with national GDP. წაკითხვის თარიღი: August 19, 2010.
  13. Parish Flannery, Nathaniel. Mexico City Is Focusing On Tech Sector Development. Forbes. წაკითხვის თარიღი: December 27, 2013.
  14. 14.0 14.1 Government of the Federal District. History of Mexico City es. წაკითხვის თარიღი: December 27, 2009.
  15. United Nations. Mexico City, Mexico es. წაკითხვის თარიღი: December 27, 2009.
  16. Daniel C. Schechter, Josephine Quintero. Lonely Planet Mexico City, City Guide [With Pullout Map]. Third Edition. Lonely Planet, 2008. p. 288 (p. 20-21). ISBN 978-1-74059-182-9.
  17. Frances F. Berdan, The Aztecs of Mexico: An Imperial Society, New York: Holt, Rinehart, Winston 1982, pp. 10-14.
  18. Frances F. Berdan, The Aztecs of Mexico: An Imperial Society, New York: Holt, Rinehart, Winston 1982, p. 14.
  19. 19.0 19.1 19.2 Historia de la Ciudad de México Spanish. წაკითხვის თარიღი: October 14, 2008.
  20. 20.0 20.1 20.2 Marroqui, Jose Maria (1969). La Ciudad de Mexico. Mexico City: Ayuntamiento del Distrito Federal, გვ. 21–25. 
  21. Conquistadors – Cortés. November 1519, The Most Beautiful Thing in the World. PBS. წაკითხვის თარიღი: April 17, 2011.
  22. Conquistadors – Cortés. November, 1519 – Montezuma Arrested. PBS. წაკითხვის თარიღი: April 17, 2011.
  23. Conquistadors – Cortés. June 1520 – Massacre at Tenochtitlán. PBS. წაკითხვის თარიღი: April 17, 2011.
  24. Conquistadors – Cortés. December 1520 – Siege, Starvation & Smallpox. PBS. წაკითხვის თარიღი: April 17, 2011.
  25. Conquistadors – Cortés. The Last Stand: An Aztec Iliad. PBS. წაკითხვის თარიღი: April 17, 2011.
  26. 26.0 26.1 Alvarez, Jose Rogelio (2000). „Mexico, Ciudad de“ (Spanish). Enciclopedia de Mexico. 9. Encyclopædia Britannica. pp. 5242–5260.
  27. Städtepartnerschaft Mexiko-Stadt
  28. Documento de declaración de hermanamiento entre la ciudad de Dolores Hidalgo y la Ciudad de México. Último acceso el 18/09/2008.
  29. México DF, otro hermano para Cádiz
  30. Texto de la Conferencia dictada tras la firma del Convenio de Colaboración en el Bicentenario entre la Municipalidad de Rosario, Argentina, y la Ciudad de México.