შინაარსზე გადასვლა

მიუნხენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მიუნხენი
München
დროშა გერბი
[1]


Weltstadt mit Herz და München mag Dich
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე ბავარია
შიდა დაყოფა ალტშტადტ-ლეელი, ლუდვიგსფორშტადტ-ისარფორშტადტი, მაქსფორშტადტი, შვაბინგ-ვესტი, აუ-ჰაიდჰაუზენი, ზენდლინგი, ზენდლინგ-ვესტპარკი, შვანთალერეჰე, ნოიჰაუზენ-ნიმფენბურგი, მოზახი, მილბერტსჰოფენ-ამ-ჰარტი, შვაბინგ-ფრაიმო, ბოგენჰაუზენი, ბერგ-ამ-ლაიმი, ტრუდერინგ-რიმი, რამერსდორფ-პერლახი, ობერგიზინგი, უნტერგიზინგ-ჰარლახინგი, თალკირხენ-ობერზენდლინგ-ფორსტენრიდ-ფიურსტენრიდ-ზოლნი, ჰადერნი, პაზინგ-ობერმენცინგი, აუბინგ-ლოხჰაუზენ-ლანგვიდი, ალახ-უნტერმენცინგი, ფელდმოხინგ-ჰაზენბერგლი და ლაიმი
კოორდინატები 48°08′15″ ჩ. გ. 11°34′30″ ა. გ. / 48.13750° ჩ. გ. 11.57500° ა. გ. / 48.13750; 11.57500
მმართველი დიტერ რაიტერი[2] , Christian Ude[3] , Georg Kronawitter, Georg Kronawitter[4] , Erich Kiesl, Josef Schmid, Christine Strobl, Hans-Jochen Vogel, Thomas Wimmer, Karl Scharnagl, Karl Fiehler, Karl Scharnagl, Eduard Schmid, Wilhelm Ritter von Borscht, Johannes von Widenmayer, Alois von Erhardt, Kaspar von Steinsdorf, Jacob Bauer, Josef von Teng, Franz Paul von Mittermayr, Franz Paul von Mittermayr, Jörg Kazmair და Dominik Krause[2]
დაარსდა 1158[5] [6]
პირველი ხსენება 14 ივნისი 1158
ფართობი 310.71 კმ²
ცენტრის სიმაღლე 519±1 მეტრი
მოსახლეობა 1505005 კაცი (2024)
სიმჭიდროვე 4844 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 089
საფოსტო ინდექსი 80331–81929[7] და 85540
საავტომობილო კოდი M და MUC[8]
ოფიციალური საიტი https://stadt.muenchen.de/rathaus.html
მიუნხენი — გერმანია
მიუნხენი
მიუნხენი — ბავარია
მიუნხენი

მიუნხენი (გერმ. München, ბავ. Minga) — ქალაქი გერმანიაში, ბავარიის დედაქალაქი. 1,5 მილიონი მაცხოვრებლით მიუნხენი ბავარიის უდიდესი და გერმანიის სიდიდით მესამე ქალაქია ბერლინისა და ჰამბურგის შემდეგ. მდებარეობს ალპებიდან ჩრდილოეთით 30 კილომეტრში, მდინარე იზარის ნაპირებზე. მიიჩნევა გერმანიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურულ ცენტრად. მიუნხენი არის მიუნხენის რაიონის ცენტრი, თუმცა თავად ქალაქი არ შედის ამ რაიონში და აქვს თავისუფალი ქალაქის სტატუსი. 1963 წლიდან მიუნხენი მასპინძლობს უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას.

ქალაქს ემსახურება მეტროპოლიტენი, რომელზეც 8 ხაზი და 96 სადგურია. მიუნხენში არის ტექნოლოგიის და მეცნიერების ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი მსოფლიოში გერმანიის მუზეუმი, ასევე მოქმედებს მიუნხენის ებრაული მუზეუმი.

მიუნხენის ადგილზე დასახლება VIII საუკუნიდან იყო. 1158 წელს ბავარიის ჰერცოგმა ჰაინრიხ ლომმა მას ქალაქის უფლება უბოძა. XIII სუაკუნიდან 1871 წლამდე იყო ბავარიის დედაქალაქი. XVI საუკუნეში გახდა გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრი. ოცდაათწლიანი ომის დროს ოკუპირებული იყო შვედების, ხოლო ესპანეთის მემკვიდრეობის ომის დროს ავსტრიის ჯარების მიერ. 1852 წელს გახდა დიდი ქალაქი. 1871 წლიდან ბავარიასთან ერთად შევიდა გერმანიის იმპერიაში. 1923 წლის ნოემბერში მიუნხენში მოეწყო ლუდის პუტჩი. 1933 წლამდე მიუნხენში იყო ნაცსტური პარტიის შტაბ-ბინა. 1938 წელს აქ მოაწერეს ხელი მიუნხენის შეთანხმებას. 1945-1949 წლებში შედიოდა გერმანიის ოკუპაციის ამერიკულ ზონაში. 1972 წელს მიუნხენმა უმასპინძლა ოლიმპიურ თამაშებს.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992/96 წლებში ქალაქის ახალი დაყოფის მიხედვით ქალაქი შემდეგ 25 რაიონად იყოფა:

  • ალახ-უნთერმენცინგი
  • ძველი ქალაქი-ლეჰელი
  • აუბინგ-ლოხჰაზენ-ლანგვიდი
  • აი-ჰაიდჰაუზენი
  • მთა ლაიმზე
  • ბოგენჰაუზენი
  • ფელდმოხინგ-ჰაზენბერგლი
  • ჰადერნი
  • ლაიმი
  • ლუდვიგსფორშტადტ-იზარფორშტადტი
  • მაქსფორშტადტი
  • მილბერტჰოფენ-ამ ჰარტი
  • მოოზახი
  • ნოიჰაუზენ-ნიმფენბურგი
  • ზემო გისინგი
  • პასინგი-ობერმენცინგი
  • რამერსდორფ-პერლახი
  • შვაბინგ-ფრაიმანი
  • შვაბინგ-ვესტი
  • შვანთალერის შემაღლება
  • ზენდინგი
  • ზენდინგ-დასავლეთ პარკი
  • თალკირხენ-ობერზენდლინგ-ფორსტენრიდ-ფუერსტენრიდ-ზოლნი
  • ტრუდერინგ-რიემი
  • ქვემო გისინგი-ჰარლახინგი
მიუნხენის ოლიმპიური სტადიონი

ქალაქი ცნობილია საფეხბურთო კლუბ „ბაიერნით“, რომელიც გერმანიის რეკორდსმენი ჩემპიონი და უეფას ჩემპიონთა ლიგის 6-გზის გამარჯვებულია. მისი საშინაო სტადიონია ალიანც არენა. ასევე მოქმედებს საფეხბურთო კლუბი „მიუნხენ 1860“.

ისტორიული ძეგლებიდან აღსანშნავია გვიანდელი გოთიკური ფრაუენკირზე (1466-1492), გვიანდელი რენესანსული სანქტ-მიხაელსკირზე (1583-1597), ბაროკოული თეატინერკირხე (1633-1767), ძველი რატუშა (1470), ნიმფენბურგის სასახლე (1663-1728), გლიპტოთეკა (1816-1830), ძველი პინაკოთეკა (1826-1836), ახალი რატუშა (1867-1908), ხელოვნების სახლი (1933-1937), ოლიმპიაშტადიონი (1968-1972).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]