15 მარტი
იერსახე
<< | მარტი | >> | ||||
ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
1 | 2 | 3 | ||||
4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
2024 |
15 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 74–ე დღე (ნაკიან წლებში - 75–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 291 დღე.
დღის მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძვ. წ. 44 : რომის რესპუბლიკის დიქტატორი, იულიუს კეისარი, სასიკვდილოდ დაჭრეს მარკუს ბრუტუსმა, გაიუს კასიუს ლონგინუსმა, დეციმუს იუნიუს ბრუტუს ალბინუსმა და კიდევ რამდენიმე რომაელმა სენატორმა მარტის იდებზე.
- 1493 : ქრისტეფორე კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა ამერიკაში თავისი პირველი ექსპედიციიდან.
- 1776 : სამხრეთი კაროლინა ამერიკის პირველი კოლონია გახდა, რომელმაც დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საკუთარი მთავრობა შექმნა.
- 1820 : მენი აშშ-ის 23-ე შტატი გახდა.
- 1848 : დაიწყო რევოლუცია უნგრეთში.
- 1892 : დაარსდა საფეხბურთო კლუბი ლივერპული.
- 1939 : ნაცისტურმა არმიამ დაიკავა ჩეხეთი.
- 1985 : პირველი ინტერნეტ დომენური სახელი დარეგისტრირდა (symbolics.com).
- 1990 : მიხაილ გორბაჩოვი არჩეულ იქნა სსრკ-ის პირველ პრეზიდენტად.
- 1991 : გერმანია ფორმალურად იბრუნებს სრულ დამოუკიდებლობას ოთხი პოსტ-მმო ოკუპაციური ძალებისგან (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი).
- 2016 : ფერმას დიდ თეორემაში ახალი მტკიცებულებების გამო ბრიტანელი ენდრიუ უაილზი აბელის პრემიის ლაურეატი გახდა.
- 2019 : ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის მეჩეთებში სროლის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა.
ამ დღეს დაბადებულნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1493 : ან დე მონმორანსი — ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე
- 1516 : ელქას მირზა ― ისმაილ I-ის მეორე ძე
- 1767 : ენდრუ ჯექსონი — აშშ-ის პრეზიდენტი (1829-1837)
- 1789 : გეორგ ზიმონ ომი — გერმანელი ფიზიკოსი.
- 1825 : ანიბალ პინტო — ჩილეს პრეზიდენტი (1876–1881)
- 1830 : პაულ ფონ ჰაიზე — გერმანელი მწერალი
- 1830 : ელიზე რეკლიუ — ფრანგი გეოგრაფი
- 1835 : დიურინევ ქადინ ეფენდი — ოსმალეთის სულთნის, აბდულაზიზის პირველი ცოლი
- 1854 : ემილ ადოლფ ბერინგი — გერმანელი ბაქტერიოლოგი.
- 1855 : ვასილ ყიფიანი — ქართველი პედაგოგი
- 1863 : ალი-აღა შიხლინსკი — რუსეთის საიმპერატორო არმიის და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მხედართმთავარი
- 1865 : ივანე ფიგუროვსკი — რუსი კლიმატოლოგი.
- 1868 : თედო სახოკია — ქართველი მწერალი, ეთნოგრაფი
- 1878 : რეზა-შაჰ ფეჰლევი — ქართული წარმომავლობის ირანელი, რომელიც გახდა ირანის პირველი შაჰანშაჰი ფეჰლევის დინასტიიდან.
- 1880 : მალაქია ტოროშელიძე — ქართველი საბჭოთა პარტიული და საზოგადო მოღვაწე
- 1882 : იოსებ აბაკელია — ქართველი ფთიზიატრი
- 1910 : გრიგოლ ჩიქოვანი — ქართველი მწერალი.
- 1920 : ნგუენ თი დინი — ვიეტნამელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მოღვაწე ქალი
- 1920 : ანდრო კობალაძე — ქართველი მსახიობი
- 1930 : ჟორეს ალფეროვი — რუსი ფიზიკოსი
- 1937 : შოთა იამანიძე — ქართველი ფეხბურთელი
- 1943 : დევიდ კრონენბერგი — კანადელი კინორეჟისორი
- 1944 : ნებაჰათ ჩეჰრე — თურქი მსახიობი
- 1948 : ლევან თედიაშვილი — ქართველი მოჭიდავე
- 1953 : კუმბა იალა — გვინეა-ბისაუს პრეზიდენტი (2000–2003)
- 1957 : როლანდ კოპალიანი — ქართველი აგრონომიის მკვლევარი-სპეციალისტი
- 1958 : მიხეილ არკადიევი — რუსი დირიჟორი, პიანისტი
- 1959 : რენი ჰარლინი — ფინელი კინორეჟისორი, მსახიობი და პროდიუსერი
- 1968 : საბრინა სალერნო — იტალიელი მომღერალი
- 1969 : კიმ რეივერი — ამერიკელი მსახიობი.
- 1975 : ვესელინ ტოპალოვი — ბულგარელი მოჭადრაკე
- 1975 : ევა ლონგორია — ამერიკელი მსახიობი და მოდელი
- 1981 : ხანა ომარხალი — რუსეთის რელიგიათმცოდნე
ამ დღეს გარდაცვლილნი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ძვ. წ. 44 : იულიუს კეისარი — რომაელი სახელმწიფო მოღვაწე
- 1723 : ლუიზა მეკლენბურგ-გიუსტროველი — დანიისა და ნორვეგიის დედოფალი (1699-1721)
- 1723 : გიუნთერი, იოჰან კრისტიან — გერმანელი პოეტი
- 1921 : თალაათ-ფაშა — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე
- 1925 : ანდრია ყარაშვილი — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი
- 1931 : გიორგი ლასხიშვილი — ქართველი პუბლიცისტი, რედაქტორი, საზოგადო მოღვაწე
- 1937 : ჰაუარდ ფილიპს ლავკრაფტი — ამერიკელი მწერალი
- 1938 : გენრიხ იაგოდა — საბჭოთა კავშირის პოლიტიკური მოღვაწე
- 1945 : იტიკავა სიოიტი — იაპონიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე
- 1945 : ისააკ ალიხანიანი — სომეხი მსახიობი
- 1959 : დადიანი, შალვა — ქართველი მწერალი, დრამატურგი.
- 1975 : ონასისი, არისტოტელეს — ბერძენი მილიარდერი
- 2005 : ოთარ ქორქია — ქართველი კალათბურთელი
- 2017 : გენო კალანდია — ქართველი მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი
დღესასწაულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბელარუსი : კონსტიტუციის დღე
- უნგრეთი : რევოლუციის დაწყების დღე (1848 წ.)
- საქართველო : არტილერიის დღე
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვა თვეები: