ვახტანგ ბალავაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგ ბალავაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ვახტანგ ბალავაძე 1959 წელს

ვახტანგ მიხეილის ძე ბალავაძე (დ. 20 ნოემბერი, 1926, სოფ. ღანირი, სამტრედიის რაიონი; — გ. 25 ივლისი, 2018) — ქართველი მოჭიდავე (თავისუფალ სტილში), სამბისტი (73კგ). 1955 წელს მიენიჭა სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატის, ხოლო 1971 წელს — სსრკ დამსახურებული მწვრთნელის წოდებები.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1951 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი, 1956 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში (1954, ტოკიო). მეორედ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1957 წელს (სტამბოლი). მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის (თეირანი, 1959) და ოლიმპიური თამაშების (მელბურნი, 1956)[1] ბრინჯაოს პრიზიორი. სსრკ ხუთგზის (1952, 1953, 1954, 1955, 1957) ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. სსრკ ხალხთა I და II სპარტაკიადების მეორე პრიზიორი (1956, 59). სსრკ ჩემპიონი (1952) სამბოში. ბუქარესტის ახალგაზდრობის 1 მსოფლიო ფესტივალის (1953) ჩემპიონი. ბუდაპეშტის (1954), სტოკჰოლმის (1954), გეტებორგის (1954), ესკალსტუნის (შვედეთი, 1954), თეირანის (1957), თავრიზის (1957), ტოლედოს (აშშ- 1958) საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. ახასიათებდა ჭიდაობის თავისებური ლაღი, რაინდული სტილი, რისთვისაც საფრანგეთში მას „ჭიდაობის პროფესორი“, ხოლო იაპონიაში „ჩემპიონთა ჩემპიონი“ შეარქვეს. 1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე. ვახტანგ ბალავაძე არის ავტორი წიგნებისა „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“ (1961), „ფალავნები ხალიჩაზე“ (1968). თანაავტორია სახელმძღვანელოებისა „კლასიკური ჭიდაობა“ (1965) და „თავისუფალი ჭიდაობა“ (1970).

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ 2 (1972, 1976), ხალხთა მეგობრობის(1980), ღირსების (1996), ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის (2002) ორდენებით და სხვადასხვა მედლებით. ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,დაჯილდოვდა ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის FILA–ს ოქროს ორდენით (1997). საქართველოში სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, დაჯილდოვდა საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ორდენით (2006). ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე (1999).

ვახტანგ ბალავაძე გარდაიცვალა 2018 წლის 25 ივლისს, 91 წლის ასაკში.[2]

ძირითადი შედეგები[3][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი წონითი კატეგორია ადგილი
თავისუფალი ჭიდაობა
Flag of Japan.svg
იოკოჰამა, იაპონია
მსოფლიო ჩემპიონატი 1961 -73 კგ 2nd
თავისუფალი ჭიდაობა
Flag of Iran (official).svg
თეირანი, ირანი
მსოფლიო ჩემპიონატი 1959 -73 კგ 2nd
თავისუფალი ჭიდაობა
Flag of Turkey.svg
სტამბოლი, თურქეთი
მსოფლიო ჩემპიონატი 1957 -73 კგ 1st
თავისუფალი ჭიდაობა
Flag of Japan.svg
ტოკიო, იაპონია
მსოფლიო ჩემპიონატი 1954 -73 კგ 1st
Flag of Australia (converted).svg
მელბურნი, ავსტრალია
ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956 -73 კგ 3rd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 163, თბ. 1977 წელი.
  • გუგუშვილი ნ., „ჭიდაობას რა უნდა...“, თბ., 1965.
  • ვახტანგ ბალავაძის საოჯახო არქივი, 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]