შინაარსზე გადასვლა

სოფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სოფია
София
დროშა გერბი


Расте, но не старее
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
შიდა დაყოფა Krasna Polyana District, Mladost District და Lyulin District
კოორდინატები 42°42′00″ ჩ. გ. 23°20′00″ ა. გ. / 42.70000° ჩ. გ. 23.33333° ა. გ. / 42.70000; 23.33333
ქალაქის მერი ბოიკო ბორისოვი
ფართობი 1 349 კმ²
ცენტრის სიმაღლე 550
მოსახლეობა 1 262 602 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 1 030 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი (+359) 2
საფოსტო ინდექსი 1000
საავტომობილო კოდი C, CA
ოფიციალური საიტი sofia.bg
სოფია — ბულგარეთი
სოფია

სოფია (ბულგ. София) — ბულგარეთის დედაქალაქი. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ვიტოშას მთის მასივის ძირში, ბალკანეთის ცენტრალურ ნაწილში. 2010 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 1 267 912 ადამიანს შეადგენს. ყველაზე ახლოს მდებარეობს ეგეოსის ზღვასთან, შავ ზღვასა და ადრიატიკის ზღვასთან შედარებით.[1][2]

სოფია სიდიდით მე-13 ქალაქია ევროკავშირში. ის გარშემორტყმულია მთებით, რაც მას მადრიდის შემდეგ მეორე ყველაზე მაღლა მდებარე ევროპულ დედაქალაქად აქცევს. ქალაქი აშენდა მდინარე ისკირზე და აქ არის მრავალი მინერალური წყარო, მაგალითად, სოფიის ცენტრალური მინერალური აბანოები. რეგიონში ნოტიო კონტინენტური კლიმატია. როგორც ბულგარეთის პრიორიტეტული ქალაქი, სოფია არის მრავალი ადგილობრივი უნივერსიტეტის, კულტურული ინსტიტუტისა და კომერციული კომპანიის სახლი.[3]

სოფია სტარტაპების რაოდენობით შევიდა საუკეთესო ათეულში, ძირითადად სტარტაპები იყო ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე.[4] 2013 წელს სოფია იყო ქალაქი, რომელსაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ადამიანი ეწვია.[5] 1979 წელს სოფიაში არსებული ბოიანის ეკლესია შეიტანეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

სოფიის მოსახლეობამ შემცირება დაიწყო XVIII საუკუნის ბოლოდან, როდესაც მისი მოსახლეობა 70 000-ს შეადგენდა. 1870 წელს 19 000-დან კიდევ უფრო იკლებდა, 1878 წელს კი 11 649-მდე ჩამოვიდა, რის შემდეგაც დაიწყო მოსახლეობის ზრდა.[6] სოფიის 1,2 მილიონი[7] მაცხოვრებელი 492 კილომეტრ კვადრატზე ცხოვრობს.[8] ქალაქში ქვეყნის მოსახლეობის 17,9% ცხოვრობს.

სოფიაში არის ყველა ტიპის წამყვანი საშემსრულებლო ხელოვნებათა ჯგუფების ძირითადი ნაწილი. საშემსრულებლო ხელოვნებათა შორის ყველაზე პოპულარულია თეატრი, ხოლო თეატრალური ადგილებიდან ხალხი ყველაზე მეტად კინოთეატრებში დადის. 2014 წელს 3 162 თეატრალური წარმოდგენა შედგა, რომელსაც 570 568 ადამიანი დაესწრო.[9] ივანე ვაზოვის ეროვნული თეატრი, რომელიც ძირითადად კლასიკური პიესებითაა განთქმული ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ყველაზე ცნობილი თეატრია ქალაქში. აქვე მდებარეობს ბულგარეთის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი, რომელიც დაარსდა 1891 წელს. რეგულარული წარმოდგენები კი დაიწყო 1909 წელს. ბულგარეთის ყველაზე ცნობილმა საოპერო მომღერლებმა, როგორებიც არიან ნიკოლაი გიაუროვი და გენა დიმიტროვა, პირველად მათი გამოსვლა შედგა სწორედ ამ თეატრში. კინო გართობის ყველაზე პოპულარული ფორმაა. სოფიაში ჩატარდა 141 000-ზე მეტი კინოფესტივალი, რომელთა საერთო დასწრება 2014 წელს ჯამში 2 700 000-ს აღემატებოდა.[10] ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში მრავალი კინოთეატრი დაიხურა. კინოებში ძირითადად არის ევროპული და ამერიკული ფილმები, ისევე როგორც XX საუკუნის კლასიკა.

ბულგარეთის ყველაზე დიდი ხელოვნების მუზეუმები მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. 2015 წლიდან ეროვნული გალერიის შექმნისთვის გაერთიანდა ეროვნული სამხატვრო გალერეა, საგარეო ხელოვნების ეროვნული გალერეა (NGFA) და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი. მისი უმსხვილესი ფილიალია „კვადრატ 500“, რომელიც მდებარეობს „NFGA“-ს შენობაში, სადაც დაახლოებით 2 000 ნამუშევარია გამოფენილი ოცდაცხრა საგამოფენო დარბაზში.[11] კოლექციები მოიცავს მრავალფეროვან კულტურულ ნივთებს, როგორიცაა აშანტის იმპერიის ქანდაკებები და ბუდისტური ხელოვნება, ჰოლანდიური ოქროს ხანის მხატვრობა, ალბრეხტ დიურერის, ჟან გრეუზისა და ოგიუსტ როდენის ნამუშევრები.

სოფია არის ბულგარეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილი ზღვისა და მთის კურორტებთან ერთად. მის თვალსაჩინო სანახაობებს შორისაა სოფიის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი, ბულგარეთის ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც აშენდა XIX საუკუნის ბოლოს. ის იკავებს 3 170 კვადრატულ მეტრს და იტევს დაახლოებით 10 000 ადამიანს. ვიტოშას ბულვარი, რომელსაც ასევე უწოდებენ ვიტოშკას, არის საცალფეხო ზონა, სადაც მდებარეობს მრავალი კაფე, რესტორანი, ტანსაცმლისა და სამკაულების მაღაზია.

სოფიას ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარი.

ქალაქ სოფიაში 607 473 საცხოვრებელი სახლი და 101 696 შენობაა. თანამედროვე მონაცემების თანახმად, 1949 წლამდე აშენებულია 39 551 საცხოვრებელი სახლი, 1950-დან 1969 წლამდე 119 943, 1970-დან 1989 წლამდე 287 191, 90-იან წლებში 57 916 და 2000 და 2011 წლებში 102 623. 1949 წლამდე აშენდა 13 114 შენობა.[12]

სოფიის ხუროთმოძღვრება მოიცავს არქიტექტურული სტილის ფართო სპექტრს, რომლებიც ერთმანეთისგან დიდად განსხვავდება. განმათავისუფლებელი ომის შემდეგ, ბულგარეთის სამთავროს მმართველმა ალექსანდრ ბატენბერგმა მოიწვია არქიტექტორები ავსტრია-უნგრეთიდან, რათა დედაალაქისთვის შეემატათ ახალი არქიტექტურული იერსახე.[13]

ბულგარეთში სამუშაოდ მოწვეულ არქიტექტორთა შორის იყვნენ: ფრიდრიხ გრანგერი, ადოლფ ვასლავ კოლი და ვიქტორ რუმპელმეიერი, რომლებმაც შეიმუშავეს ახლად დაარსებული ბულგარეთის მთავრობისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი შენობის გეგმა, მათ ასევე დააპროექტეს მრავალი საცხოვრებელი სახლი ქალაქის ელიტისთვის.[13] ამრიგად, სოფიის ცენტრის არქიტექტურა ნეობაროკოს, ნეოროკოკოს, ნეორენესანსისა და ნეოკლასიციზმის ერთობლიობას წარმოადგენს.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდისა და 1944 წელს ბულგარეთში კომუნისტური მთავრობის დამყარების შემდეგ, არქიტექტურული სტილი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ცენტრში გაჩნდა სტალინური გოთური ნაგებობები, შეიქმნა სხვადასხვა სამთავრობო შენობები, სტადიონები და ბიბლიოთეკები, რომლებიც კომუნისტური ლიდერების სახელობის იყო.

1989 წელს კომუნიზმის დაცემის შემდეგ, სოფიაში კვლავ დაიწყო მშენებლობები, მათ შორის აიგო უმაღლესი დონის შენობები. 126 მეტრიანი ფორტ ბიზნეს ცენტრი არის პირველი ცათამბჯენი ბულგარეთში, რომელიც შედგება 36 სართულისგან. ძველი სისტემის გაუქმებამ, ხელი ასევე შეუწყო ქაოსურ მშენებლობებს და სწორედ ეს ფაქტი იყო მზარდი მშენებლობების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი.

ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისი განვითარებული ინფრასტრუქტურითა და სტრატეგიული ადგილმდებარეობით, სოფიაში არის მთავარი სარკინიგზო და საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა. პან-ევროპული სატრანსპორტო დერეფნის ათი მარშრუტიდან სამი გადის ქალაქის ტერიტორიაზე, კერძოდ, IV, VIII და X.[14] ქალაქში წარმოდგენილია ყველა ძირითადი ტიპის ტრანსპორტის სახეობა (წყლის ტრანსპორტის გარდა).

ცენტრალური სარკინიგზო სადგური არის მთავარი შიდა და საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტის მთავარი კერა, რომელსაც აკონტროლებს ბულგარეთის სახელმწიფო რკინიგზა (BDZ), ეროვნული სარკინიგზო კომპანია, რომლის მთავარი ოფისი ქალაქში მდებარეობს. ეს არის ერთ–ერთი მთავარი სადგური „BDZ Line 1“-ის გასწვრივ. პირველი ხაზი ქალაქს აკავშირებს ბულგარეთის სიდიდით მეორე ქალაქ პლოვდივთან, ხოლო მე-2 ხაზი გრძელი ეროვნული სარკინიგზო მაგისტრალია და სოფიის სანაპირო ქალაქებთან აკავშირებს. ხაზები 5 და 13 უფრო მოკლეა და შესაბამისად გადაადგილება მოკლე დისტანციებზე ხდება. საერთო ჯამში, სოფიის სარკინიგზო ხაზების საერთო სიგრძე 186 კილომეტრს შეადგენს.[15]

2019 წელს სოფიის აეროპორტმა 7 107 096 მგზავრი მიიღო.[16]

საზოგადოებრივი ტრანსპორტებიდან ავტობუსების სისტემა კარგადაა განვითარებული.[17] ქალაქს ასევე ემსახურება ტრამვაი (მთლიანი სიგრძით 308 კმ) [185] და ტროლეიბუსი (მთლიანი სიგრძით 193 კმ),[18] რომელთა სათრანსპორტო ხაზები განლაგებულია ქალაქის ყველა ადგილზე.[19][20] სოფიის მეტრო ამოქმედდა 1998 წელს და ამჟამად მას აქვს ორი ხაზი და 34 სადგური.[21] 2012 წლის მდგომარეობით, მეტროს ხაზს სულ 39 კილომეტრი სიგრძე აქვს. ექვსი ახალი სადგური გაიხსნა 2009 წელს, კიდევ ორი 2012 წლის აპრილში, ხოლო თერთმეტი კიდევ 2012 წლის აგვისტოში. 2015 წელს გაიხსნა შვიდი ახალი სადგური. 2016 წლის ივლისში გაიხსნა ვიტოშას მეტროსადგური „M2“-ის მთავარ ხაზზე. მესამე ხაზი მშენებლობის პროცესშია და სავარაუდოდ დასრულდება 2019 წლის მეორე ნახევარში.[22] სოფიის მეტროს მთავარი გეგმა მოიცავს სამ ხაზსა და სულ 63 სადგურს.[23] ქალაქში ფუნქციონირებს დაახლოებით 13 000 ტაქსი.[24]

პოპულაციის ზრდა წლების განმავლობაში

2018 წლის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 1 269 384 ადამიანი, ხოლო მთელი დედაქალაქის მუნიციპალიტეტში 1 328 120.[25] რუსეთის არმიის მიერ 1878 წლის თებერვალში ჩატარებულმა პირველმა აღწერამ აღრიცხა 11 694 მოსახლე, რომელთა შორის 6 560 ბულგარელი, 3 538 ებრაელი, 839 თურქი და 737 ბოშა იყო.

ქალთა კოეფიციენტი ყოველ 1 000 კაცზე იყო 1 102. შობადობა ბოლო 5 წლის განმავლობაში სტაბილურად მატულობდა, გარდაცვალების მაჩვენებელი 12,1-ს აღწევდა და უფრო და უფრო მცირდება. დღევანდელი მოსახლეობის ზრდის ტემპი პირველი პოზიტიური ზრდის ტემპია ბოლო 20 წლის განმავლობაში. დედაქალაქში სხვა ღარიბი რეგიონებიდან ჩამოსული ადამიანები, ისევე როგორც ურბანიზაცია, სოფიის მოსახლეობის ზრდაზე დიდ გავლენას ახდენს. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, 20-24 წლამდე ასაკის ადამიანი ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს წარმოადგენენ, დაახლოებით 133 170 ადამიანს, რაც 1 202 761 ადამიანის 11%-ს შეადგენს. საშუალო ასაკი 38 წელია. აღწერის თანახმად, 1 056 738 მოქალაქე (87,9%) აღირიცხა, როგორც ეთნიკური ბულგარელი, 17 550 (1,5%), როგორც ბოშა, 6 149 (0,5%) როგორც თურქი, 9 569 (0,8%) კი სხვა ეთნიკურ ჯგუფებს ეკუთვნოდა.[26]

2011 წლის აღწერის მონაცემებით, მთელ მუნიციპალიტეტში 892 511 ადამიანია (69.1%) აღრიცხულია, როგორც მართლმადიდებელი, 10 256 (0,8%) პროტესტანტი, 6 767 (0,5%), როგორც მუსლიმი, 5 572 (0,4%), როგორც კათოლიკე, 4 010 (0,3%) კი სხვა სარწმუნოებას ეკუთვნოდა, ხოლო 372 475 (28,8%) თავი ათეისტად გამოაცხადა ან არ მიემხრო რომელიმე სარწმუნოებას. მონაცემებში ნათქვამია, რომ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მესამედმა უკვე მიიღო უნივერსიტეტის ხარისხი. 15-64 წლის ასაკის მოსახლეობიდან 265 248 (28,5%) ეკონომიკურად აქტიური არ არის, უმუშევარია დაახლოებით 55 553 ადამიანი (6%), რომელთა დიდმა ნაწილმა მიიღო უმაღლესი განათლება. ყველაზე მეტი ადამიანი დაკავებულია ვაჭრობით, რასაც მოყვება საწარმოო ინდუსტრია. მუნიციპალიტეტის მერიაში, სამი მეოთხედი, ანუ 965 328 ადამიანია აღრიცხული, რომ ისინი სახლში ტელევიზიით სარგებლობენ, ხოლო 836 435 (64,8%) ინტერნეტით. 464 865 სახლიდან 432 847 დაკავშირებულია კანალიზაციასთან, ხოლო 2 732 კი არა. აქედან 864 წყალი არ მიეწოდება. 9 წელზე მეტი ასაკის მამაკაცთა და ქალთა 99,6%-ია აღრიცხული, როგორც განათლებული.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Gigova, Irina (March 2011). „The City and the Nation: Sofia's Trajectory from Glory to Rubble in WWII“. Journal of Urban History. 37 (2): 155–175. doi:10.1177/0096144210391612. ISSN 0096-1442.The 110 footnotes provide a guide to the literature on the city
  • Sofia in Figures 2009. Regional Statistical Office of Sofia (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 October 2011.
  • Sofia — 130 Years Capital Bulgarian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 January 2011.
  • City Maps Sofia Bulgaria. ISBN 978-1974585069.
  • Бобчев, Сава (1943). Сердика – Материали за изучаване топографията, устройството на архитектурата на града, пространна карта на Сердика. София: Печатница придворна. 
  • Делев, Петър; Валери Кацунов, Пламен Митев, Евгения Калинова, Искра Баева, Боян Добрев (2006). История и цивилизация за 11. клас. София: Труд/Сирма. ციტირების თარიღი: 2020-07-26.  დაარქივებული 2017-12-04 საიტზე Wayback Machine.
  • Имбър, Колин (2000). Османската империя 1300 – 1481. София: Амисития. ISBN 954-90556-2-0. 
  • Иречек, Константин (1978). История на българите с поправки и добавки от самия автор. София: Издателство „Наука и изкуство“. 
  • Лишев, Страшимир Н (1973). „Географията на Идриси като исторически извор за българските градове през XII в.“. Античная древность и средние века. 10.
  • Станчева, Магдалина. София – от древността до нови времена. София, Нов български университет, 2010. ISBN 978-954-535-579-0.
  • Станчева, Магдалина (2010). София – от древността до нови времена. София: Нов български университет. ISBN 978-954-535-579-0. 
  • Теофан Изповедник. Хронография. // Дуйчев, Иван и др. Гръцки извори за българската история. Т. III. София, Българска академия на науките, 2017, [1960]. Посетен на 21 май 2017.
  • Чолов, Петър (2008). Чипровското въстание 1688 г.. София: Тангра ТанНакРа. ISBN 978-954-378-041-9. ციტირების თარიღი: 2020-07-26.  დაარქივებული 2018-03-04 საიტზე Wayback Machine.
  • Sofia 120 Years As Capital of Bulgaria. January 1, 2001. ASIN B000S6SJRM.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lauwerys, Joseph (1970) Education in Cities. Evan's Brothers. ISBN 0-415-39291-8. 
  2. Rogers, Clifford (2010). The Oxford Encyclopedia of Medieval Warfare and Military Technology. Oxford University Press, გვ. 301. ISBN 9780195334036. 
  3. Internet Hostel Sofia, Tourism in Sofia. Internethostelsofia.hostel.com, Retrieved Jan 2012
  4. Sofia is one of the top 10 places for start-up businesses in the world, Bulgarian National TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 December 2015. ციტირების თარიღი: 11 April 2018.
  5. Clark, Jayne. „Is Europe's most affordable capital worth the trip?“. USA Today. ციტირების თარიღი: 12 February 2016.
  6. История. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-31. ციტირების თარიღი: 2020-07-18.
  7. Население по градове и пол | Национален статистически институт bg.
  8. NATIONAL STATISTICAL INSTITUTE – Information for the area of city of Sofia. ციტირების თარიღი: 11 April 2018.
  9. Sofia 2016, p. 159.
  10. Sofia 2016, p. 160.
  11. (source)
  12. (2012) 2011 census, Sofia-capital, 23, Sofia: National Statistical Institute of Bulgaria, გვ. 37 40 43 68 71 74 99 117 132 190 193 196.  დაარქივებული 15 February 2016[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  13. 13.0 13.1 Collective (1980). Encyclopedia of Figurative Arts in Bulgaria, volume 1. Sofia: Bulgarian Academy of Sciences, გვ. 209–210. 
  14. Sofia infrastructure from the official website of the Municipality დაარქივებული 28 May 2008 საიტზე Wayback Machine.
  15. Sofia (capital). National Statistical Institute regional statistics (11 February 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 November 2013. ციტირების თარიღი: 17 October 2013.
  16. Passangers 2018-2019. Sofia Airport. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-09. ციტირების თარიღი: 2020-07-26.
  17. History of the bus network in Sofia. Sofiatraffic.bg. ციტირების თარიღი: 30 August 2012.
  18. History of the tramway network in Sofia. Sofiatraffic.bg. ციტირების თარიღი: 30 August 2012.
  19. Public transport Sofia — official website bg. sumc.bg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მაისი 2021. ციტირების თარიღი: 24 May 2008.
  20. Transport Company Bulgaria— official website bg. dak-transport.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 September 2009. ციტირების თარიღი: 21 August 2009.
  21. Българска национална телевизия – Новини (Bulgarian National Television – News) Bulgarian. bnt.bg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 September 2012. ციტირების თარიღი: 2 September 2012.
  22. ОП Транспорт и разширение. Metropolitan.bg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 2 May 2018.
  23. Metropolitan Sofia Web Place. metropolitan.bg. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 ოქტომბერი 2008. ციტირების თარიღი: 24 May 2008.
  24. National Federation of the Taxi Drivers in Bulgaria. Regional Member Sofia. nftvb.com. ციტირების თარიღი: 24 May 2008.
  25. Population | National statistical institute. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-26. ციტირების თარიღი: 2020-07-18.
  26. Population. National Statistical Institute of Bulgaria, 2011. ციტირების თარიღი: 12 February 2016.
  27. Twinning Cities: International Relations (PDF). Municipality of Tirana. www.tirana.gov.al. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-02-16. ციტირების თარიღი: 2009-06-23.
  28. Twinning Cities: International Relations. Municipality of Tirana. www.tirana.gov.al. წაკითხვის თარიღი: 2008-01-25.