ისიმანგალისოს პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ისიმანგალისოს ტენიანი პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

GreaterStLucia.jpg
ქვეყანა სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix, x
სია იუნესკოს სია
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 28°00′00″ ს. გ. 32°30′00″ ა. გ. / 28.00000° ს. გ. 32.50000° ა. გ. / -28.00000; 32.50000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1999  (23-ე სესია)
ნომერი 914
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 914
რუს.ინგლ.ფრ.

ისიმანგალისოს ტენიანი პარკი მდებარეობს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, კვაზულუ-ნატალის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დურბანიდან 275 კმ-ით ჩრდილოეთით. იგი სამხრეთ აფრიკის მესამე უდიდესი დაცული ტერიტორიაა, იკავებს 280 კმ სიგრძის სანაპირო ზოლს, მოზამბიკის საზღვრიდან (ჩრდილოეთი) სენტ-ლუსიას ესტუარამდე (სამხრეთი) და წარმოადგენს 3 280 კმ² ფართობის წმინდა ბუნებრივ ეკოსისტემას. არეალი მოიცავს რამდენიმე ნაკრძალსა და პარკს.

პარკი ცნობილი იყო სენტ-ლუსიას დიდი ვეთლენდის პარკის სახელით, მაგრამ ამჟამინდელი სახელი 2007 წლის 1 ნოემბერს ეწოდა. სიტყვა ისიმანგალისო ზულუს ენაზე „სასწაულს" ნიშნავს.

პარკი გაერთიანებულია ტრანსსასაზღვრო პარკში, რომელსაც პონტა-დო-ოურო-კოსის ტრანსსასაზღვრო კონსერვაციულ არეალს უწოდებენ. იგი სამხრეთ აფრიკაში იწყება და მოიცავს მოზამბიკისა და სვაზილენდის ტერიტორიებსაც.

1999 წელს, გახსნის ცერემონიალზე, რომელსაც საპატიო სტუმრად ნელსონ მანდელა ესწრებოდა, პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გაფორმდა. მსოფლიო მემკვიდრეობად გაფორმების მიზეზი იყო პარკის ბიომრავალფეროვნება, უნიკალური ეკოსისტემები და აღმატებული ბუნებრივი მშვენიერება. ფლორისა და ფაუნის უზარმაზარი მრავალფეროვნების მიზეზია პარკის ტერიტორიაზე განსხვავებული ეკოსისტემების დიდი მრავალფეროვნება, დაწყებული მარჯნის რიფებითა და ქვიშიანი პლაჟებით, დამთავრებული სუბტროპიკული ტყის მასივებით, სავანებითა და ვეთლენდებით. პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულ ცხოველთა შორის არიან სპილოები, ლეოპარდები, თეთრი და შავი მარტორქა, ბუფალო. ოკეანეში ასევე ვეშაპები, დელფინები და ზღვის კუები. პარკში ასევე ბინადრობს 1 200 ნილოსის ნიანგი და 800 ჰიპოპოტამი.

მარვლადაა წყალქვეშა რიფი, სადაც ათასფერი თევზები და მარჯნები ბინადრობენ. მსოფლიოში ერთ-ერთი განსაკუთრებულად მრავალფეროვანი მარჯნები გავრცელებულია სოდვანას უბეში. რიფებში მრავლადაა ცვალებადი ფერების მქონე რვაფეხა. ასევე შესაძლებელია გიგანტური ვეშაპისებრი ზვიგენების ხილვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: