თეატრი

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თეატრი (მრავალმნიშვნელოვანი).
კონსტანტინ სომოვის ილუსტრაცია ალექსანდრე ბლოკის ”თეატრი”-სთვის (1909).
კონსტანტინ სომოვის ილუსტრაცია ალექსანდრე ბლოკის ”თეატრი”-სთვის (1909).

ტერმინი თეატრი (ბერძნულად theatron – სანახაობების ადგილი) ორი მნიშვნელობით გამოიყენება:

  1. თეატრი, როგორც ხელოვნების დარგი. თეატრის გამოხატვის სპეციფიკური საშუალებაა სცენური მოქმედებები, რომლებიც სრულდება პუბლიკის წინაშე მსახიობთა გამოსვლის (თამაშის, როლის შესრულების) დროს.
  2. თეატრი, როგორც შენობა, სასცენო ადგილი, სადაც ტრადიციულად ხდება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოების წარმოდგენა. შესაძლებელია სცენის გამართვა ღია ცის ქვეშ, პარკში, ძველ ტაძარში ან ამფითეატრში.

თეატრის ფესვები უძველეს სასოფლო–სამეურნეო და სამონადირეო თამაშებში და მასობრივ სახალხო რიტუალებშია. ძველ საბერძნეთში არსებობდა თეატრის სხვადასხვა სახეობები თავისი ტრადიციებით, სცენური ტექნიკით. მდიდარი და მრავალფეროვანი სანახაობრივი ფორმები შექმნეს აღმოსავლეთის ხალხებმა ინდოეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ინდონეზიაში და სხვაგან. შუა საუკუნეების ევროპაში თეატრალური შემოქმედების მატარებლები იყვნენ მოხეტიალე მსახიობები: ჰისტრიონები, ჟონგლიორები და სხვები.

აღორძინების ხანის პირველი ევროპული პროფესიული თეატრი იყო იტალიური ნიღბების ხალხური კომედია (კომედია დელ არტე, მე–16-17 სს.). ამ დროიდან თეატრი ხდება ლიტერატურული, ამასთან ნაკლებად მობილური, რომელიც ბინას იდებს საქალაქო კულტურის ცენტრებში.

თეატრალური ხელოვნების ნაწარმოები – სპექტაკლი იქმნება დრამატული ან მუსიკალურ–სცენური ნაწარმოების საფუძველზე რეჟისორის ჩანაფიქრის შესაბამისად (ბალეტში – ბალეტმაისტერის და დირიჟორის, ოპერაში – რეჟისორის და დირიჟორის) მსახიობების მონაწილეობით.


სექციების სია

[რედაქტირება] თეატრის სახეობები

მუსიკალური თეატრის სახეობებია – ოპერა, ოპერეტა, მიუზიკლი. უსიტყვო თეატრია პანტომიმა. თეატრში ძირითადად ადამიანები თამაშობენ, მაგრამ ამასთან ერთად არსებობს თეატრები თოჯინების ან ჩრდილების მონაწილეობით.

ბალეტი - დრამავარიეტეკაბუკი - კომედია - მიუზიკლიოპერა - ოპერეტა - პანტომიმა - სკეჩიტრაგედიაცირკი

[რედაქტირება] ცნობილი თეატრალური დრამატურგები და რეჟისორები

გოლდონი, კარლოდადიანი, შალვაერისთავი, გიორგიიბსენი, ჰენრიკკორნელი, პიერმარჯანიშვილი, კოტემოლიერისტურუა, რობერტშექსპირი, უილიამჩაპეკი, კარელჩეხოვი, ანტონჩხეიძე, თემურჰოლბერგი, ლუდვიგ

[რედაქტირება] ცნობილი თეატრალური სცენები

საქართველოში:


უცხოეთში:

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში


რედ. ხელოვნების დარგები
არქიტექტურა • გრაფიკა • თეატრი • კინოხელოვნება • ლიტერატურა • მუსიკა • სკულპტურა • ფერწერა • ფოტოგრაფია • ქორეოგრაფია
პირადი ხელსაწყოები