რეიუნიონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეიუნიონი
ფრანგ. Réunion
რეიუნიონი
თარგი:ქვეყნის მონაცემები რეიუნიონი
ჰიმნი: მარსელიეზა
დედაქალაქი სენ-დენი
21°07′ ს. გ. 55°32′ ა. გ. / 21.117° ს. გ. 55.533° ა. გ. / -21.117; 55.533
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი
 -  პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი
 -  გენერალური საბჭოს პრეზიდენტი ნასიმა დინდარი
 -  რეგიონალური საბჭოს პრეზიდენტი დიდიე რობერი
 -  პრეფექტი დომინიკ სორენი
ფართობი
 -  სულ 2,512 კმ2 
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 827 000 კაცი 
 -  2011 აღწერა 828 581 კაცი 
 -  სიმჭიდროვე 329,85 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ) 2010 შეფასებით
 -  სულ 14,4 მილიარდი € 
 -  ერთ მოსახლეზე 17 520 € 
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი +4
ქვეყნის კოდი RE
Internet TLD .re
სატელეფონო კოდი +262
რეიუნიონის სანაპირო

რეიუნიონი (ფრანგ. Réunion) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, აღმოსავლეთ აფრიკაში, მადაგასკარიდან აღმოსავლეთით, მავრიკიდან დაახლოებით 200 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. ადმინისტრაციულად რეიუნიონი საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტია. მოსახლეობა 2011 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 828 581 ადამიანს[1]. ადმინისტრაციული ცენტრი — სენ-დენი (145 238 ად. 2012 წ.). სასაათე სარტყელია UTC+4 და არ იცვლება ზაფხულის დროზე, შესაბამისად ემთხვევა საქართველოს დროს.

რეიუნიონი ევროკავშირის ყველაზე მოშორებული რეგიონია და როგორც საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი, წარმოადგენს ევროზონის ნაწილს.[2]

გეოგრაფია[რედაქტირება]

კუნძულის რუკა
კუნძულ რეიუნიონის ხედი კოსმოსიდან
რეიუნიონის ფიზიკური რუკა

კუნძულის ტერიტორიის ფართობია — 2512 კმ², სანაპირო ხაზის სიგრძე — 207 კმ. იგი მასკარენის კუნძულების ყველაზე დასავლეთი კუნძულია. კუნძულს აქვს ვულკანური წარმოშობა და მთიანია. უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — პითონ-დე-ნეჟის ჩამქრალი ვულკანი (3069 მეტრი), მისი უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 12-20 ათასი წლის წინ. სიმაღლით მეორეა — გრო-მორნი (3019 მეტრი) პითონ-დე-ნეჟის მთიანეთში. კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პითონ-დე-ლა-ფურნეზის (Piton de la Fournaise) მოქმედი ვულკანი, სიმაღლით 2631 მეტრი. XVII საუკუნიდან დაფიქსირებულია მისი დაახლოებით 150 ამოფრქვევა. კუნძულის ყველაზე დაბალი წერტილი მისი სანაპირო ზოლია. ლავურ მინდვრებს უკავია რეიუნიონის ფართობის დაახლოებით 20 %.

მიუხედავად იმისა, რომ რეიუნიონი მდებარეობს მასკარენის კუნძულების შემადგენლობაში, მისი გეოლოგია განსხვავდება არქიპელაგის სხვა კუნძულებისაგან. პითონ-დე-ნეჟი სიმაღლით ბევრად აღემატება მავრიკის უმაღლეს წერტილს (პითონ-დე-ლა-რივიერ-ნუარი, 826 მეტრი) და კუნძულ როდრიგესს (390 მეტრი). რეიუნიონი წარმოიქმნა 2 მილიონი წლის წინ, მაშინ როდესაც მავრიკი — 8 მილიონზე მეტი წლის წინ.

კუნძულის ცენტრალური ნაწილი — ეროზიით დანგრეული ვულკანური რაიონი, რომელშიც მრავლადაა ფართე ცირკები, რომელთა ფსკერი დაფარულია ნაყოფიერი ვულკანური ნიადაგით. მდინარეები სავსეა ჩანჩქერებით.

ცირკებს ეხებიან მაგიდისებური პლატოები. კუნძულის დასავლეთ ნაწილში ისინი დაფარულია ტყეებით. სამხრეთ-აღმოსავლეთის პლატოებს ზოგან არა აქვს ნიადაგი, შედგება შავი ბაზალტისაგან.

კლიმატი ტროპიკული და პასატურია. მთებში ტემპერატურა დაბალია. მაისიდან ნოემბრის ჩათვლით ტემპერატურა დაბალია, ხოლო ატმოსფერული ნალექები ცოტაა, ნოემბრიდან მაისამდე — ცხელი და ნოტიო სეზონია.

მთებში — ტროპიკული ტყეები და მინდვრებია. კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით — სავანებია.

რეიუნიონი — მასკარენის ტყეების ეკორეგიონის ნაწილია, რომელიც XVII საუკუნიდან საკმაოდ დაზარალებულია, მასზე ადამიანის ზემოქმედების გამო, ბევრი ენდემური სახეობა გადაშენებულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. საფრანგეთის რეგიონების მოსახლეობა (2011 წელი)
  2. Réunion is pictured on all Euro banknotes, on the back at the bottom of each note, right of the Greek ΕΥΡΩ (EURO) next to the denomination.

თარგი:ესკიზი-რეიუნიონი