დრაკონის მთები
| დრაკონის მთების პარკი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | შერეული |
| კრიტერიუმები | i, iii, vii, x |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | აფრიკა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 2000 (24-ე სესია) |
| ნომერი | 985 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
დრაკონის მთები (აფრიკ. Drakensberge; ჰოლ. Drakensbergen) — უმაღლესი მთის მასივი სამხრეთ აფრიკაში (ზღვის დონიდან 3 482 მ). ზულუს ენაზე მას უხაჰლამბას უწოდებენ, სესოთოს ენაზე კი მალუტის. მისი გეოლოგიური ისტორია, მთებს განსხვავებულ ხასიათს ანიჭებს მსოფლიოს სხვა მთის სისტემებს შორის. გეოლოგიურად, მთაგრეხილი მიემსგავსება ეთიოპიაში მდებარე სიმიენის მთებს.
კამბრიამდელ ერაში, ვულკანების მასიური ამოფრქვევების შედეგად, სამხრეთ აფრიკის სუბ-კონტინენტის ეს ფართო ნაწილი ლავით დაიფარა. პალეოზოურ ერაში, ქარისა და წყლის დეპიზოტებმა ფიქლების, გაქვავებული ტალახისა და ქვიშაქვის ფენები გაამსხვილა, რომლებიც დღეს პირველყოფილ, უძველეს კლდეებს წარმოადგენენ და კარუს სუპერჯგუფის სახელით არიან ცნობილი. როდესაც 200 მლნ წლის წინ გონდვანამ გახლეჩვა დაიწყო. შედეგად წარმოშობილმა ძალებმა განაპირობა მაგმის ამოხეთქვა, რომელსაც დრაკონის მთების ლავას უწოდებენ; იგი დედამიწის ზედაპირის ნახეთქებიდან გადმოდიოდა.[1] დრაკონის მთების რეგიონი „გადახურულია“ სედიმენტური კლდის ფორმაციებით, 1 400 მეტრზე მეტი სისქის ბაზალტის შრეებით. ამჟამად მიმდინარე ეროზიული პროცესები ზემოქმედებს ზოგიერთ შიგა შრის სედიმენტებზე.
მასივის უმაღლესი მწვერვალია ტჰაბანა-ნტლენიანა (3 482 მ). სხვა მნიშვნელოვანი მწვერვალებია მაფადი (3 450 მ), მაკოანენგი (3 416 მ), გიგანტების ციხესიმაგრე (3 315 მ) და ბენ-მაკდუი (3 001 მ). ყველა მათგანი ლესოტოს საზღვრის შემოგარენში მდებარეობს. ლესოტოს ჩრდილოეთით, მთაგრეხილი შედარებით დაბლდება.
დრაკონის მთების 2 500 მეტრზე მაღალი ტერიტორია მსოფლიო ველური ბუნების ფონდის მიერ აღიარებულია მაღალმთიანი საძოვრებისა და ხეებიან ეკორეგიონად. ჩაშვებული მწვერვალები წარმოადგენენ აფრიკის ყველაზე სამხრეთში მდებარე მთებს. ეკვატორიდან სიშორე მას ყველაზე ცივ ადგილად აქცევს აფრიკის სხვა მთებს შორის. ნალექების მაღალი დონე წარმოქმნის ბევრ ნაკადულსა და მდინარეს, მათ შორის სამხრეთ აფრიკის უგრძესი მდინარის ორანჟის სათავესაც. აქვე იღებს სათავსე მდინარე ტუგელა. დრაკონის მთებში ასევე მდებარეობს მსოფლიოში სიმაღლით მეორე ჩანჩქერი ტუგელა (947 მ). მთებიდან წასული მდინარეები წარმოქმნიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ეკონომიკის ძირითად რესურსს, ამარაგებენ რა წყლით ორ უმნიშვვნელოვანეს სამრეწველო პროვინციას — მპუმალანგას და გაუტენგს, სადაც მდებარეობს ქალაქი იუჰანესბურგი.[2] მთების კლიმატი მაღალ ზონაში ტენიანი და ცივია, ზამთარში თოვლით.
მთის მასივი მდიდარია მცენარეულობით, რომელთა შორისაც დიდი რაოდენობითაა წითელ წიგნში შეტანილი ჯიშები, მათ შორის 119 სახეობა გლობალურად საფრთხის ქვეშ მყოფად მიიჩნევა. სულ არსებული 2 153 მცენარის სახეობიდან, 98 იშვიათი ენდემი ან თითქმის ენდემია. არეალში აღნუსხულია ფრინველის 299 სახეობა.
მაღალი მწვერვალები მისაღწევად საკმაოდ რთულია, ამიტომ გარემო თითქმის მთლიანად დაუზიანებელია. მიუხედავად ამისა, განვიტარებულია ტურიზმი, რომლის ინდუსტრიაც მოიცავს საფეხმავლო ბილიკებს, სასტუმროებსა და მწვერვალების სიახლოვეს მდებარე კურორტებს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე შედარებით მაღალი ნაწილი თითქმის მთლიანად გამოცხადებულია ნაკრძალად, ხოლო დრაკონის მთების პარკი 2000 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- KZN Drakensberg Homepage - Official Website for the KwaZulu Natal Drakensberg.
- Cathkin Estates Conservation and Wildlife Sanctuary
- Nature - Drakensberg: Barrier of Spears
- Drakensberg alti-montane grasslands and woodlands ecoregion report
- Drakensberg hiking trails
- Drakensberg Express
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Sycholt, August (2002). რედ. Roxanne Reid: A Guide to the Drakensberg. Cape Town: Struik Publishers, 9 გვ.. ISBN 1868725936.
- ↑ http://www.worldwildlife.org/wildworld/profiles/terrestrial/at/at1003_full.html
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 985 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||||