პუტჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პუტჩი (გერმ. Putsch) — მთავრობის უეცარი გადაგდება სამხედრო ძალით, როგორც წესი, განხორციელებული მცირე, შედარებით სუსტი გაერთიანებით, რომელიც მთავარ სახელმწიფო ფიგურებს ცვლის. პუტჩი, როგორც წესი ძალადობრივი წესით ხდება, თუმცა შეიძლება შედარებით ადვილად უსისხლოდაც განხორციელდეს. ის განსხვავდებდა რევოლუციისგან, რომელიც უფრო ვრცელი ჯგუფის მიერ ხორციელდება და რადიკალურად ცვლის პოლიტიკურ სისტემას.

გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტი 18 ბრიუმერის გადატრიალების დროს სენ-კლოდში, ფრანსუა ბუშოს ნახატის დეტალი, 1840

გერმანული ტერმინი „პუტჩი“ პირველად გამოიყენებულ იქნა ციურიპუტჩის დროს 1839 წელს, მისი პირდაპირი გერმანული თარგმანია შთაათსშთრაიხი (Staatsstreich).

ტაქტიკურად პუტჩი მოიცავს ზოგიერთ აქტიურ სამხედრო ნაწილთა კონტროლის ჩაგდებას, ხოლო ქვეყნის დანარჩენი შეიარაღებული სამსახურების ნეიტრალიზებას. აქტიური ჯგუფი იპყრობს ან განდევნის ლიდერებს, ხელთ იგდებს მნიშვნელოვან სამთავრობო დაწესებულებებზე, კომუნიკაციის საშუალებებზე და ინფრასტრუქტურაზე (მაგ. გზები, ელექტროსადგურები) ფიზიკურ კონტროლს.

პუტჩი ტიპურად არსებული მთავრობის ძალას იყენებს მისივე გადასაყენებლად. ედვარდ ლუტვაკის განმარტების თანახმად წიგნში „პუტჩი: პრაქტიკული სახელმძღვანელო“: „პუტჩი შედგება ინფილტრაციით სახელმწიფო აპარატის მცირე თუმცა კრიტიკული სეგმენტისა, რომელიც შემდგომში იცვლება მთავრობის დანარჩენი ნაწილის კონტროლს ქვეშ ასაყვანად“. ამ მნიშვნელობით, სამხედრო ან რაიმე სხვა ორგანიზებული ძალის გამოყენება პუტჩის გადამწყვეტი ნაწილი არ უნდა იყოს. ამგვარად, სახელმწიფო აპარატის ნებისმიერი არალეგალური ტაქტიკის სახით გადაყენება შეიძლება მოიაზროს როგორც პუტჩი, ლუტვაკის თანახმად.

მიმდინარე ლიდერები ვინც პუტჩით მოვიდნენ ხელისუფლებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წოდება სახელი პუტჩის თარიღი ქვეყანა
სულთანი კაბუს ბენ საიდი 1970, 23 ივლისი ომანის დროშა ომანი
პრეზიდენტი თეოდორო ობიანგ ნგემა მბასოგო 1979, 3 აგვისტო ეკვატორული გვინეის დროშა ეკვატორული გვინეა
პრეზიდენტი ბლეზ კომპაორე 1987, 15 ოქტომბერი ბურკინა-ფასოს დროშა ბურკინა-ფასო
პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი 1989, 30 ივნისი სუდანის დროშა სუდანი
პრეზიდენტი იდრის დები 1990, 2 დეკემბერი ჩადის დროშა ჩადი
პრეზიდენტი იაჰია ჯამე 1994, 22 ივლისი გამბიის დროშა გამბია
ამირი ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანი 1995, 27 ივნისი კატარის დროშა კატარი
პრეზიდენტი დენი სასუ-ნგესო 1997, 25 ოქტომბერი კონგოს რესპუბლიკის დროშა კონგოს რესპუბლიკა
პრეზიდენტი ფრანსუა ბოზიზე 2003, 15 მარტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დროშა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
პრემიერ-მინისტრი ფრენკ მბაინიმარამა 2006, 5 დეკემბერი ფიჯის დროშა ფიჯი
პრეზიდენტი მოჰამედ ულდ აბდელ აზიზი 2008, 6 აგვისტო მავრიტანიის დროშა მავრიტანია
პრეზიდენტი ანდრი რაჯოელინა 2009, 17 მარტი მადაგასკარის დროშა მადაგასკარი
პრეზიდენტი დიონკუნდა ტრაორე 2012, 11 აპრილი მალის დროშა მალი
პრეზიდენტი მანუელ სერიფო ნამაჯო 2012, 11 მაისი გვინეა-ბისაუს დროშა გვინეა-ბისაუ

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]