გოლფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გოლფის მოთამაშე

გოლფი — სპორტის ერთ-ერთი საერთაშორისო სახეობა. პროფესიული გოლფის დიდ ტურნირებს მთელი მსოფლიოს ტელემაყურებლები ადევნებენ თვალს.

თამაშის წესი იმაში მდგომარეობს, რომ საგანგებო ჯოხით — ყვანჭით ბურთი ფოსოში (ჩაღრმავებაში) მოთავსდეს. თამაში მწვანე გაზონზე მდებარეობს, რომელსაც გრინი ჰქვია. მოთამაშეს შეუძლია მაქსიმუმ 14 ყვანჭი გამოიყენოს. ყოველი ფოსოსათვის ყველაზე შესაფერის ყვანჭს ირჩევენ. გოლფს ან ორი კაცი თამაშობს, ან წყვილები. მოგებულია ის ადამიანი ან წყვილი, რომელიც ნაკლები დარტყმით ათავსებს ბურთს ფოსოში, ან მეტ ფოსოს დაიპყრობს (მატჩურ თამაშში).

გოლფის სტანდარტული მინდორი 18 ფოსოსგან შედგება. ეს 18 ფოსო თამაშის ერთ რაუნდს შეადგენს. ყოველ ფოსოზე შედეგები პარობით ითვლება. თითოეული ფოსოს მიმართულებით 35 დარტყმა სრულდება. ყველა ფოსოს მიმართულებით შესრულებული დარტყმის ჯამი მინდვრის საერთო პარს შეადგენს, სტანდარტული 18-ფოსოიანი მინდვრისთვის იგი, როგორც წესი, 70-72-ს უდრის.

გოლფის დიდი ტურნირები მეტწილად 4 დღე გრძელდება და დღეში თითო რაუნდი თამაშდება. ამ ტურნირებს მიეკუთვნება „დიდი ოთხეული“: აშშ-ის ღია ჩემპიონატი, დიდი ბრიტანეთის ღია ჩემპიონატი, აშშ-ის ოსტატთა ტორნირი და აშშ-ის გოლფის პროფესიონალ მოთამაშეთა ასოციოციის ტურნირი. თამაშის სეზონის განმავლობაში წამყვანი პროფესიონალი მოთამაშეები კომერციულ ტურნირებშიც მონაწილეობენ.

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შოტლანდიაში გოლფს XV საუკუნიდან თამაშობენ. ქვეყნის პირველი გოლფ-კლუბი. „როიალ ენდ ეინშენტ“, 1754 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ სენტ-ენდრიუსში.
  • ორ წელიწადში ერთხელ ევროპასა და აშშ-ის წამყვან მოთამაშეებს შორის რეიდერის თასის შეჯიბრება ტარდება, რომელიც თანამედროვე პროფესიული გოლფის ყველაზე პრესტიჟული ტურნირია.
  • ერთი ფოსოს მიმართულებით პარზე ერთით ნაკლებ დარტყმას ბერდი ჰქვია, ხოლო ორით ნაკლებ დარტყმას — იგლი. ერთი ფოსოს მიმართულებით პარზე ერთით მეტ დარტყმას ბოგი ეწოდება, ხოლო ორით მეტ დარტყმას — ორმაგი ბოგი და ასე შემდეგ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: