მეღორეობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოჭები

მეღორეობამეცხოველეობის დარგი, რომლის ამოცანაა ღორის მოშენება ხორცის, ქონის, ტყავის, ჯაგრისა და სხვა პროდუქტების მისაღებად. მეღორეობას დიდი სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. მეღორეობაზე მოდის მეცხოველეობის საერთო პროდუქციის 20%-ზე მეტი და სოფლის მეურნეობის მთელი პროდუქციის 10% (1974). მაღალნაყოფიერება, მაკეობის ხანმოკლე პერიოდი, მალმწიფადობა საშუალებას იძლევა ერთი ნეზვიდან წელიწადში 5 ტ-მდე ხორცი მივიღოთ, გასუქებული 6-7 თვის ბურვაკის ცოცხალი მასა 90-100 კგ აღწევს. 100 კგ ცოცხალი მასის ნაკლავი საშუალოდ 52-60%-მდე ხორცს და 38%-მდე ქონს შეიცავს.

ღორის ხორცი და ქონი მაღალყუათიანი საკვები პროდუქტებია. ღორის ხორცი კარგად კონსერვდება, დამარილებული და შებოლილი ხანგრძლივად ინახება, ამზადებენ აგრეთვე ძეხვეულს, ლორს და სხვა პროდუქტებს. ღორის ტყავს იყენებენ ფეხსაცმლის, უნაგირისა და საგალანტერიო წარმოებაში, სისხლისაგან ამზადებენ ძეხვს, ძვლისაგან – ძვლის ფქვილს.

ლიტერატურა[რედაქტირება]