ჯეიკობ ზუმა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ჯეიკობ ზუმა | ||
| სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი | ||
|---|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | ||
| დაიკავა | 9 მაისი, 2009 | |
| წინამორბედი | კგალემა მოტლანტე | |
|
|
||
| დაბადებული | 12 აპრილი, 1942 ნკანდლა, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა |
|
| მეუღლე | 8 | |
| შვილები | 20 | |
| რელიგია | პროტესტანტიზმი | |
ჯეიკობ ზუმა (დ. 12 აპრილი 1942, ნკანდლა, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა) — სამხრეთ აფრიკის პოლიტიკური მოღვაწე. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 1999-2005 წწ., ქვეყნის მმართველი პარტიის აფრიკის ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელი 2007 წლის 18 დეკემბრიდან. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქმედი პრეზიდენტი 2009 წლიდან.
სექციების სია |
ბიოგრაფია [რედაქტირება]
მიეკუთვნება ზულუს ეთნიკურ ჯგუფს.
1959 წელს შეუერთდა აფრიკის ეროვნულ კონგრესს, ხოლო 1963 წელს - სამხრეთ აფრიკის კომუნისტურ პარტიას. 1975-1990 წწ. იმყოფებოდა ემიგრაციაში, ერთ-ერთი პირველი დაბრუნდა სამშობლოში, მას შემდეგ რაც მოეხსნა აკრძალვა აფრიკის ეროვნულ კონგრესს.
2009 წლის 6 მაისს პარლამენტმა 227 ხმით აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად.
პირადი ცხოვრება [რედაქტირება]
ჯეიკობ ზუმა მრავალცოლიანია, ჰყავს 8 (მათ შორის 5 ოფიციალური) მეუღლე და 20 შვილი.[1]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ (გერმანული) International in Kürze. გაზეთში: Neue Zürcher Zeitung. № 31, 8. თებერვალი, 2010, გვ. 2