ინგლისელები
| ინგლისელები | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| პირველი რიგი ალფრად დიდი • ოლივერ კრომველი • უილიამ შექსპირი მაიკლ პეილინი • ჯორჯიანა კავენდიში • უოლტერ რელი სტინგი მეორე რიგი ელისაბედ I • ბობი მური • მარგარეტ ტეტჩერი • დევიდ ბექჰემი • ჰაროლდ გოდვინსონი • კეიტ უინსლეტი • ჩარლზ დიკენსი მესამე რიგი ადრიანე IV • დენიელ კრეიგი • ისააკ ნიუტონი • ჯორჯ ჰარისონი • ჯეინ ოსტინი • ალბარნ დეიმონი • ჯორჯ სტეფენსონი |
||||||
| საერთო მოსახლეობა | ||||||
|
90 მილიონი |
||||||
| რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | ||||||
|
||||||
| ენები | ||||||
| ინგლისური | ||||||
| რელიგიები | ||||||
| ანგლიკანობა |
ინგლისელები — ინგლისის ძირითადი მოსახლენი, ერთ-ერთი ხალხი დიდი ბრიტანეთისა. მიეკუთვნება ევროპეიდული რასის ატლანტურ-ბალტიურ შტოს. მე–17-19 სს-ის ინგლისური კოლონიზაციის დროს გადასახლდნენ ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკაში და აბორიგენ მოსახლეობასთან შერევის შედეგად სათავე დაუდეს ახალ ინგლისურენოვან ხალხებს — ამერიკელებს, ანგლო-კანადელებს, ანგლო-ახალზელანდიელებს, ანგლო-აფრიკელებს, ფოლკლენდელებს და სხვა.
ინგლისელი ერის ჩამოყალიბება[რედაქტირება]
1006 წელს დამთავრდა ბრიტანეთის დაპყრობების ეპოქა. მოსულმა ხალხმა - იბერიელებმა, კელტებმა, რომაელები, ანგლო-საქსებმა, დანიელებმა, ფრანგ-ნორმანდელებმა იქ თავიანთი ეთნიკური და კულტურული კვალი დატოვეს. ინგლისელები ძირითადად ანგლო-საქსების, დანიელებისა და ფრანგ-ნორმანდელების საფუძველზე წარმოიშვნენ. მათი ენაც ანგლო-საქსურის, გერმანულისა და ნორმანდულ-ფრანგულის საინტერესო შერწყმის შედეგია. შოტლანდიელები ძირითადად ბრიტებისა და ანგლო-საქსების, უფრო ნაკლებად კი დანიელების ნარევს წარმოადგენენ.
- სახელები: თვითწოდება - English;
- საერთო რაოდენობა: 90 მლნ
- ენა: ინგლისური.
- მორწმუნეები: ძირითადად ანგლიკანები.
სტატიის