სვაზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვაზი

სვაზი — ხალხი, სვაზილენდის ძირითადი მოსახლეობა. ცხოვრობენ აგრეთვე სვაზილენდთან მოსაზღვრე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. საერთო რაოდენობა 1145 ათასი კაცი (1978). ენა-სვაზი, განეკუთვნება ბანტუ ენათა ოჯახს. უმრავლესობა ტრადიციულ რწმენებს-ბუნების ძალთა და წინაპართა კულტს აღიარებს, დანარჩენები ძირითადად ქრისტიანები არიან. სვაზი ხალხი ჩამოყალიბდა XIX საუკუნის I ნახევარში. მათი ძირითადი საქმიანობაა მიწათმოქმედება, მესაქონლეობა. მუშაობენ ბამბისა და ყავის პლანტაციებში. საშოვარზე დადიან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სვაზი&oldid=2437927“-დან