წყალსაცავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წყალსაცავი
კუიბიშევის წყალსაცავი

წყალსაცავი — ხელოვნური წყალსატევი, რომელიც, როგორც წესი, წარმოიქმნება მდინარის ხეობაში კაშხალის აგების შედეგად. იგი ივსება აგრეთვე ატმოსფერული ნალექებითა და ნიადაგქვეშა წყლებით. წყალსაცავში გროვდება წყალი და ინახება სახალხო მეურნეობაში გამოსაყენებლად.

წყალსაცავი შეიძლება იყოს სადღეღამისო, კვირეული, სეზონური და მრავალწლიური რეგულირებისა. წყლის მოდინების რაოდენობისა და ხარჯვის უთანაბრობის გამო წყალსაცავში წყლის სიღრმე, მოცულობა და ზედაპირის ფართობი სეზონურად ცვალებადობს. წყალსაცავის წყლის ქიმიური შედგენილობა და მისი ცვალებადობა დამოკიდებულია წყალსაცავის ფორმირებაში მონაწილე წყლების ქიმიურ შედგენილობაზე.

ტბის ტიპის წყალსაცავებში (მაგ.: თბილისის ზღვა) წყლის მასა თავისი ფიზიკური თვისებებით განსხვავდება შენაკადების წყლის თვისებებისაგან, ხოლო წყლის დინებას ძირითადად ქარი იწვევს. მდინარის ტიპის წყალსაცავში (მაგ.: ჯვრის წყალსაცავის) წყლის თვისებები მდინარის წყლის ანალოგიურია, დინებას კი გრავიტაციული ხასიათი აქვს.

წყალსაცავის მახასიათებლებია :

  • ნორმალური შეტბორვის დონე;
  • ფორსირებული შეტბორვის დონე;
  • უქმი მოცულობის დონე.

წყალსაცავი მნიშნველოვნად ცვლის მდინარის ხეობის ლანდშაფტს, ხოლო ჩამონადენის რეგულირების შემდეგ იცვლება მდინარის ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმი როგორც შეტბორვის ზონაში, ისე კაშხალის ქვემოთ ასეულ კმ მანძილზე. წყალდიდობის შემცირების გამო მცირდბა თევზის გამრავლება და ჭალებში ბალახის ზრდის პირობები, წყლის სიჩქარის შემცირება იწვეს ნატანის დალექვასა და წყალსაცავის დალამვას.

წყალსაცავის შექმნის შემდეგ იტბორება და ირეცხება მომიჯნავე მიწები, იცვლება ჩამოყალიბებული ეკონომიკური, სატრანსპორტო და სხვა კავშირები, სანიტარულ-ჰიგიენური პირობები და სხვ. წყალსაცავი ჩამონადენი წყლის უთანაბრობის შემცირების ან სრული გათანაბრების საშუალებას იძლევა. მისი შექმნით შესაძლებელი ხდება წყლის არსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. წყალსაცავების უმრავლესობას აგებენ სახალხო-მეურნეობის რამდენიმე დარგის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.

მსოფლიოს უდიდესი წყალსაცავების სია ასე გამოიყურება (სარკის ფართობით) :

მსოფლიოს უდიდესი წყალსაცავები წყლის მოცულობის მიხედვით :

საქართველოს წყალსაცავები[რედაქტირება]

საქართველოში 43 წყალსაცავია, რომელთა საერთო ფართობია 163 კვ. კმ. დასავლეთ საქართველოში წყალსაცავები ენერგეტიკული, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში - საირიგაციო მიზნებისთვისაა შექმნილი. საქართველოს წყალსაცავები წარმოდგენილია კასკადების (გალი-ჯვარის, შაორი-ტყიბულის, სამგორის) ან წყალსატევების (წალკის, ჟინვალის) სახით.

საქართველოს მნიშვნელოვანი წყალსაცავებია :

ლიტერატურა[რედაქტირება]