ნელსონ მანდელა
ნელსონ მანდელა (სრულად როლიჰლაჰლა დალიბუნგა მანდელა Rolihlahla Dalibhunga Mandela [roli'ɬaɬa])(დ. 18 ივლისი, 1918, მვეცო, ტრანსკაი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) იყო ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
პრეზიდენტობამდე იყო ანტიაპერტეიდის მოძრაობის აქტივისტი და აფრიკის ნაციონალური კონგრესის (ანკ) ლიდერი. მანდელამ ციხეში გაატარა 27 წელი საბოტაჟისათვის მას შემდეგ რაც ანკ იატაკქვეშეთში გადავიდა და შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო.
ციხეში გატარებული 27 წლის განმავლობაში მანდელა გახდა ანტიაპერტეიდის მოძრაობის და ზოგადად რასული თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლო როგორც სამხრეთ აფრიკაში ასევე მის საზღვრებს გარეთ.
სამხრეთ აფრიკის მაშინდელი მთავრობა, ისევე როგორც მისი მხარდამჭერი ქვეყნები გმობდნენ მანდელასა და ანკ-ს ქმედებებს და მათ მოიხსენიებდნენ როგორც კომუნისტებს და ტერორისტებს.
1990 წელს ციხიდან განთავისუფლების შემდეგ მანდელამ შეცვალა თავისი პოლიტიკური კურსი ზომიერისაკენ, რამაც ხელი შეუწყო სამხრეთ აფრიკაში რასობრივი შუღლის შემსუბუქებას და დემოკრატიის დამყარებას.
მანდელას მიღებული აქვს ასზე მეტი სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 1993 წელს. სამხრეთ აფრიკაში ის მოიხსენიება როგორც მანდიბა, წოდება რომელსაც მანდელას კლანის მხცოვან და პატივცემულ წევრებს ანიჭებენ.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Nelson Mandela – Biography at Nobelprize.org
- Nelson Mandela Foundation
- Nelson Mandela Children's Fund
- Nelson Mandela Children's Fund (Canada)
- Time 100 profile
- Mandela: An Audio History
- Mandela: Son of Africa, Father of a Nation Documentary & Soundtrack
- The Elders
- The Art of Nelson Mandela
- CBC Digital Archives – Nelson Mandela: Prisoner, president, peacemaker
- Nelson Mandela: A Hero's Way – slideshow by Life magazine
- Martin Meredith: Nelson Mandela: A Biography – Interview May 2010
- Nelson Mandela Day
- Nelson Mandela Day – official site
