ტრანსვაალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრანსვაალის დროშა
ტრანსვაალის მდებარეობა

ტრანსვაალი (აფრ. Transvaal; ქართ. "ვაალს იქეთ") სამხრეთ აფრიკის პროვინცია იყო 19101994 წლებში. პროვინცია უკვე აღარ არსებობს და მისი ტერიტორია მთლიანად ან ნაწილობრივ ქმნის პროვინციებს - ხაუტენგი, ჩრდილო-დასავლეთი, ლიმპოპო და მპუმალანგა.

ისტორია[რედაქტირება]

ტრანსვაალი კოლონიზებულ იქნა ბურთა მიერ, რომელნიც ბრიტანელთა მიერ დომინირებული კაპის კოლონიიდან წამოვიდნენ 1830 და 1840-იან წლებში. მათ ადვილად დაიმორჩილეს ადგილობრივი აბორიგენები და რამდენიმე რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს ბრიტანეთის კონტროლს გარეთ. 1850-იანებში, ბრიტანეთთან შეთანხმების შედეგად ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა (ზარი) დღევანდელი ტრანსვაალის ტერიტორიაზე. ბრიტანეთმა ზარის ანექსია მოახდინა 1877 წელს, საკუთარი თავდაცვის მოსაზრებით, თუმცა ზარი ისევ ახერხებს დამოუკიდებლობის აღდგენას 1881 წელს ბურების პირველი ომის შემდეგ. 1885 წლიდან, ვიტვატერრანდში ოქროს უზარმაზარი საბადოს აღმოჩენამ ტრანსვაალში უცხოელთა დიდი ნაკადის გადმოსახლება გამოიწვია. ბრიტანელთა ანექსიის შიშით ბურებმა თავად მიიტანეს იერიში მათზე 1899 წელს. ბურების მეორე ომი დასრულდა ტრანსვაალის ბრიტანეთის იმპერიაში გაერთიანებით 1900 წელს. 10 წლით გვიან კი ბურების რესპუბლიკა შეუერთდა კაპის კოლონიას სამხრეთ აფრიკის კავშირის სახით.

1961 წელს, სამხრეთ აფრიკის პირველი საყოველთაო არჩევნების შემდეგ, ყოფილი პროვინციები და რეგიონები აღდგენილ იქნა და ტრანსვაალის პროვინცია როგორც ასეთი აღარ არსებობს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ტრანსვაალის პროვინცია მდებარეობს მდ. ვაალის სამხრეთ და მდ. ლიმპოპოს ჩრდილოეთით (მიახლ. 22 ½ და 27 ½ ს, და 25 და 32 ა). სამხრეთით ის ესაზღვრება ორანჯის თავისუფალი შტატისა და ნატალის პროვინციებს, დასავლეთით კაპის პროვინციას და ბეჩუანალანდის პროტექტორატს (ბოტსვანა), ჩრდილოეთით როდეზიას (ზიმბაბვე), და აღმოსავლეთით პორტუგალიურ აღმ. აფრიკას (მოზამბიკი) და სვაზილენდს.

ტრანსვაალის ქალაქები: