მერლუზა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მერლუზა
Merluccius bilinearis
Merluccius bilinearis
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
რიგი: ვირთევზასნაირნი
ოჯახი: ვირთევზასებრნი
გვარი: მერლუზა
ლათინური სახელი
Merluccius

მერლუზა ხეკი, (ლათ. Merluccius) — თევზების გვარი ვირთევზასებრთა ოჯახისა. შეიცავს დაახლოებით 15 სახეობას. მათი სხეულის სიგრძე 30-50 სმ (იშვიათად 1,2 მ-მდე აღწევს). გავრცელებულია ატლანტისა და წყნარი ოკეანეების ზომიერ და სუბტროპიკულ წყლებში. სქესობრივად მწიფდება 3-4 წლისა. მერლუზა იკვებება თევზებით. ჭამს საკუთარ ლიფსიტებსაც. რეწვის ობიექტია. მსოფლიოში წლიურად მერლუზას 1 მლნ ტ-მდე იჭერენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]