ჰობიტი (რომანი)
| ჰობიტი, ანუ იქით და აქეთ | |
| The Hobbit or There and Back Again |
|
„ჰობიტი“, 2009 წლის ქართული გამოცემის ყდა |
|
| ავტორი | |
|---|---|
| ილუსტრატორი |
ჯ.რ.რ. ტოლკინი (პირველი გამოცემები) |
| ქვეყანა | |
| ენა |
ინგლისური |
| თემა | |
| ჟანრი | |
| გამომცემელი |
George Allen & Unwin (ბრიტანეთი) |
| გამოცემის თარიღი | |
| მთარგმნელი |
ნინო ბარძიმიშვილი / თინათინ გოგოჩაშვილი (2002 წლის გამოცემა) |
| ქართულად გამოიცა |
2002 (ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობა) |
| მედია |
მაგარი ყდა |
| გვერდი |
272 (ქართული გამოცემა, 2009) |
| ISBN |
9941-403-41-5 (ქართული გამოცემა, 2009) |
„ჰობიტი, ანუ იქით და აქეთ“, ან როგორც მას შემოკლებით უწოდებენ, „ჰობიტი“ (ინგლ. The Hobbit) — ფენტეზის ჟანრის რომანი[1][2][3] და საბავშვო წიგნი, რომლის ავტორია ჯ.რ.რ. ტოლკინი. რომანის თხრობა მიმდინარეობს ზღაპრის სტილში, გამოიყენება ძველი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფრაგმენტები. წიგნი პირველად გამოიცა 1937 წლის 21 სექტემბერს და დადებითი შეფასება მიიღო. იგი ნომინირებული იყო კარნეგის მედალზე და მიიღო გამოცემის New York Herald Tribune პრიზი წლის საყმაწვილო ნაწარმოებისათვის. უფრო მოგვიანებით, გამოკითხვაში საუკუნის წიგნები ბავშვებისათვის იგი დაასახელეს ყველაზე აუცილებელ წიგნად, რომელიც ადამიანმა შეიძლება ღრმა სიბერემდეც იკითხოს.[4]
„ჰობიტში“ მოქმედება მიმდინარეობს „ჯადოსნური ძალების ამ ქვეყნიდან გაქრობისა და ადამიანების დომინირების ეპოქებს შორის“.[5] მასში მოთხრობილია სახლში ჯდომის მოყვარული ბილბო ბეგინსის ჯუჯებთან ერთად მოგზაურობის ისტორია. მოგზაურობისას იგი ხვდება ჯადოსნურ და ყველაზე საშიშ ადგილებში – ერთ-ერთი ასეთი არის შეხვედრა არსება გოლუმთან. ამ შეხვედრისას ბილბო პოულობს გოლუმის ბეჭედს, რომელიც ჯადოსნური აღმოჩნდება – მას შეუძლია ნებისმიერი არსების გაქრობა, საკმარისია მხოლოდ მისი თითზე გაკეთება. წიგნის დასასრულს, ბილბო ბრუნდება შინ, ჰობიტონში, მაგრამ ბეჭედი მოგვიანებით დამოუკიდებელ როლს თამაშობს, ტოლკინის შემდეგ წიგნში, „ბეჭდების მბრძანებელი“.
სექციების სია |
პერსონაჟები [რედაქტირება]
- ბილბო ბეგინსი, მთავარი პერსონაჟი, შუა ხნის ჰობიტი.
- გენდალფი, ჯადოქარი, რომელიც ბილბოს გააცნობს ცამეტ ჯუჯას, შემდეგ კი, სახიფათო მოგზაურობისას, თან დაჰყვება და ეხმარება მათ.
- თორინ მუხისფარი, ჯუჯების მეთაური, რომელიც იღუპება წიგნის დასასრულს.
- სმაუგი, დრაკონი, რომელმაც მიითვისა ტორინის განძი.
რომანში ასევე ჩნდებიან სხვადასხვა ხალხები და პერსონაჟები: ელფები, ადამიანები, ტროლები, გობლინები, ობობები, არწივები, ვარგები (დიდი მგლები), ელრონდი, გოლუმი, ბეორნი (რომელსაც შეუძლია დათვად გადაქცევა) და სხვები.
შინაარსი [რედაქტირება]
ჯადოსანი გენდალფი და ცამეტი ჯუჯა, თორინ მუხისფარის მეთაურობით, ეწვევიან ჰობიტ ბილბო ბეგინსს. ბილბო დაინტერესდება ეული მთის ამბით, რომელშიც დრაკონ სმაუგის მიერ მითვისებული ჯუჯათა განძი ინახება. გენდალფი ხსნის, რომ მთას საიდუმლო კარი აქვს და იმედს გამოთქვამს, რომ ბილბო დაეხმარება მათ ამ კარით შეღწევაში - ვინაიდან სმაუგი კარგად გრძნობს მხოლოდ ჩვეულებრივი ჯუჯის და არა ჰობიტის მოახლოებას. ბილბოს საზღაურის სახით განძის ერთ ნაწილსაც სთავაზობენ მიუხედავად ბევრი ყოყმანისა, ბილბო მეორე დილით უერთდება მოგზაურებს.
ველურ ბუნებაში მოგზაურობისას გენდალფი გადაარჩენს ჯუჯებს ტროლებისგან და ისინი რივენდელში, ელფ ელრონდთან სტუმრად მიჰყავს. ნისლიან მთებში მოგზაურობისას მგზავრებს იჭერენ გობლინები. გენდალფი კვლავ საშველად მოდის, მაგრამ ბილბო იკარგება და აღმოჩნდება გოლუმის გამოქვაბულში. ის პოულობს ბეჭედს, რომლის ნამდვილი ძალის შესახებ ჯერ არაფერი იცის. მშიერი გოლუმი სთავაზობს გამოცანებით თამაშს. ის წაგების შემთხვევაში აპირებს ბილბოს შეჭმას, ხოლო მოგების შემთხვევაში მას გამოქვაბულებიდან გამოყვანას ჰპირდება. მას შემდეგ რაც ბილბო მას ეკითხება, თუ რა აქვს დამალული ჯიბეში, გოლუმი მიხვდება, რომ საუბარია ბეჭედზე, რომელიც მან დაკარგა. მოულოდნელად ბილბო აღმოაჩენს, რომ ბეჭედს მისი მფლობელის გაქრობის თვისება აქვს. ასე იგი გაექცევა გოლუმს და უბრუნდება ჯუჯებს, რომლებიც ამასობაში მთასთან არიან დაბანაკებულნი. მოგზაურებს მისდევენ გობლინები და ვარგები, მაგრამ მათ გადაარჩენენ არწივები. შემდეგ ყველა ბეორნს სტუმრობს, რომელიც ხოლმე დათვად იქცევა და ახლომდებარე ადგილების დასაზვერად დადის. იგი თავად დარწმუნდება, რომ მტერი მისდევს მოგზაურებს და მათ შესანიშნავ მასპინძლობასაც გაუწევს.
ჯუჯები და ჰობიტი მოგზაურობენ ბნელტევრის ტყეში, უკვე გენდალფის გარეშე (რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ნეკრომანტის ამბებთან დაკავშირებით გაემგზავრა). ბილბო დანარჩენებს გადაარჩენს ობობებისგან და ტყის ელფთა ტყვეობიდან. მდინარისპირა ქალაქ ესგაროთში მათ ჩინებულ მასპინძლობას გაუწევენ და ეული მთისკენ გაამგზავრებენ. ბილბო შედის სმაუგთან და იპარავს სასმისს, რათა დაუმტკიცოს ჯუჯებს, რომ ნამდვილად სტუმრობდა დრაკონის გამოქვაბულს. დანაკარგით განრისხებული დრაკონი ეჭვობს, რომ მას შეუგზავნეს ვინმე მდინარისპირა ქალაქიდან. იგი თავს ესხმის ქალაქს და ანადგურებს მას, თუმცა მოკლულია ბარდის მიერ, რომელიც მას სასიკვდილოდ დაჭრის.
ჯუჯები ეუფლებიან მთას, მაგრამ ამ დროისათვის ბილბოს მობეზრებული აქვს მოგზაურობა. იგი იპარავს არკენსტოუნის ძვირფას ქვას (რომელსაც თორინი მანამდე ეძებდა და ვერ იპოვა). ამასობაში ადამიანები ტოვენენ დანგრეულ ქალაქს და ეულ მთას მიადგებიან, ვინაიდან თვლიან, რომ განძის ნაწილი მათ უნდა ერგოთ, ქალაქის აღსადგენად. იცის რა, რომ ქვა ჯუჯებისათვის ძვირფასია, ჰობიტი ღამით ეწვევა ბარდის ბანაკს. დილით ბარდი თორინს სთავაზობს არკენსტოუნს მთის დატოვების სანაცვლოდ. განრისხებული თორინი ბილბოს თავის ბანაკს დაატოვებინებს. უეჭველია, რომ დაიწყება დიდი ბრძოლა მთის განძეულობისათვის. მაგრამ უეცრად ჩნდება გენდალფი, რომელიც ყველას აფრთხილებს, რომ ახლოვდებიან ვარგები და გობლინები. ერთად შეყრილი ელფები, ჯუჯები და ადამიანები მათ დიდ წინააღმდეგობას გაუწევენ. ბრძოლის დროს დათვად ქცეული ბეორნიც ჩნდება. თორინი სასიკვდილოდ არის დაჭრილი და ბილბოს შეურიგდება მხოლოდ სიკვდილის წინ. ბრძოლის დასრულების შემდეგ ბილბო ბრუნდება შინ. შეთანხმების მიუხედავად, იგი უარს ამბობს განძეულობის წილზე. მაგრამ მას რჩება ბეჭედი, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს შემდგომ მოვლენებში.
ეკრანიზაციები [რედაქტირება]
დღეისათვის არსებობს „ჰობიტის“ დასრულებული ანიმაციური ეკრანიზაცია, „ჰობიტი“ (1977).
პიტერ ჯექსონის კინოტრილოგიის პირველი ნაწილი, „ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა“ გამოვიდა 2012 წლის დეკემბერში, ხოლო მეორე და მესამე ნაწილები ეკრანებზე გამოვა 2013-2014 წელს.
ქართული გამოცემები [რედაქტირება]
2002 წლის გამოცემა [რედაქტირება]
ოთარ ყარალაშვილის გამომცემლობამ თბილისში გამოსცა ჰობიტის პირველი ოფიციალური ქართული ვერსია. წიგნის მთარგმნელები არიან ნინო ბარძიმიშვილი (ძირითადი ტექსტი) და თინათინ გოგოჩაშვილი (ლექსები). წიგნის ყდაზე გამოსახულია ესგაროთი, ტბისპირა ქალაქი.
2008 წლის გამოცემა [რედაქტირება]
2009 წლის თებერვალში ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გაყიდვაში გამოუშვა წიგნის ახალი თარგმანი. თარგმანის ავტორია ნიკა სამუშია. წიგნის ყდაზე გამოტანილია ჯონ ჰაუს ცნობილი ილუსტრაცია, რომელიც აღწერს გენდალფის სტუმრობას ბეგ-ენდში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- ჰობიტის ისტორია, ნაწარმოების ვრცელი განხილვა, რომელიც გამოვიდა 2007 წელს.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- რომანის მოკლე შინაარსი საიტზე Tolkien.ge
- ტოლკინის ოფიციალური ბრიტანული გვერდი
- გამოცემების ყდები
- გამოცემების ყდები მთელი მსოფლიოდან
- ყველა ბრიტანული გამოცემა
- აშშ გამოცემები
- 1966 წლის ანიმაციური ფილმი
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Houghton Mifflin - Children's Books. Houghton Mifflin. წაკითხვის თარიღი: 2007-09-29.
- ↑ Auden, W.H. “The Hero is a Hobbit“, The New York Times, 1954-10-31. წაკითხვის თარიღი: 2007-07-28.
- ↑ Mythopoeic Fantasy Award for Children’s Literature. ციტატა: „[...] honors books for younger readers (from “Young Adults” to picture books for beginning readers), in the tradition of The Hobbit or The Chronicles of Narnia.“ წაკითხვის თარიღი: 2007-09-29.
- ↑ [1]
- ↑ Eaton, Anne T.. “A Delightfully Imaginative Journey“, The New York Times, 1938-03-13.
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
|||||||||||||||||||||||||