აფრიკის ეროვნული კონგრესი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აფრიკის ეროვნული კონგრესი
African national Congress

ქვეყანა სამხრეთ აფრიკის დროშა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
თავმჯდომარე ჯეიკობ ზუმა
გენერალური მდივანი გვედე მანტაშე
დაფუძნდა 8 იანვარი, 1812
იდეოლოგია აფრიკული ნაციონალიზმი,
მემარცხენე ნაციონალიზმი,
სოციალ-დემოკრატია,
დემოკრატიული სოციალიზმი
საერთაშორისო აკრედიტაცია სოციალისტური ინტერნაციონალი
ფერები შავი, ყვითელი, ოქროსფერი
შტაბ-ბინა Luthuli House, 54 Sauer Street, Johannesburg, Gauteng
ეროვნული ასამბლეა
249 / 400
პროვინციათა ეროვნული საბჭო
60 / 90
პპ
3 / 5
http://www.anc.org.za

აფრიკის ეროვნული კონგრესი (აეკ, ინგლ. African National Congress) — სამხრეთ აფრიკის აფრიკელი მოსახლეობის უძველესი პოლიტიკური პარტია. 1994 წლიდან მმართველი პარტიაა პროფკავშირების კონგრესსა და კომუნისტურ პარტიასთან ალიანსში. დაარსდა 1912 წელს. 1960-1990 წლებში მოქმედებდა არალეგალურად. პარტიის მთავარი მიზანი იყო აპართეიდის რეჟიმის განადგურება. 2007 წლიდან პარტიის პრეზიდენტია ჯეიკობ ზუმა. 1985-1991 წლებში პარტიის პრეზიდენტი იყო ოლივერ ტამბო, ხოლო 1991-1997 წლებში ნელსონ მანდელა.

1960-იან წლებში პარტიას მხარი დაუჭირა სსრკ-მა. საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასწავლებლებში ათასობით აეკ-ის აქტივისტი სწავლობდა. აშშ მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევდა და მხოლოდ 2008 წელს მოხდა მისი ამოღება ტერორისტების სიიდან.

1989 წელს ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს ფრედერიკ დე კლერკი, რომელმაც დაიწყო აქტიური მოქმედება აპართეიდის ლიკვიდაციისათვის. ციხიდან გაათავისუფლეს აეკი-ს ლიდერი ნელსონ მანდელა, რომელმაც 1994 წელს, პირველ დემოკრატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და გახდა ქვეყნის მეთაური.

2008 წელს პარტიას გამოეყო წევრთა გარკვეული ჯგუფი და დააარსეს ახალი პარტია სახალხო კონგრესი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: