ხე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია ხანგრძლივად მცხოვრებ მცენარეს ეხება. სხვა მნიშვნელობების შესახებ იხილეთ ხე (მრავალმნიშვნელოვანი).
ევროპული წიწვი

ხე — ხანგრძლივად მცხოვრები მცენარე, რომელსაც აქვს მრავალწლოვანი გახევებული ღერო და ფესვები. ბუჩქისგან განსხვავებით ხის ღერო (შტამპი) და ვარჯი ყოველთვის მკვეთრად გამოხატულია. ღერო და ტოტები შედგება მერქნისა და ქერქისაგან. კორომში ხეს აქვს მაღალი ღერო (თითქმის ცილინდრული) და პატარა, საკმაოდ მაღლა განლაგებული ვარჯი, გაშლილი ადგილზე — მოკლე და სქელი ღერო, ვარჯიც უფრო ქვემოდან ეწყება.

ხე ფოთლების მიხედვით იყოფა წიწვოვან და ფართოფოთლოვან სახეობებად. პირველი გამოირჩევა უხეში მარადმწვანე ნემსისებრი ან ქერცლისებრი ფოთლებით, რომელიც ქმნის გირჩებსა და ღვიის კენკრებს. ამ ჯგუფს მიეკუთვნება მაგალითად, ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, ლარიქსი, კვიპაროზი, სეკვოია. ფართოფოთლოვანი ხეებისთვის დამახასიათებელია ფართო და ბრტყელი ფოთლები, რომელთა სისქე გაცილებით ნაკლებია სიგრძესა და სიგანეზე. ასეთი სახის ფოთლები ჩვეულებრივ წელიწადში ერთხელ ცვივა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ნეკერჩხალი, წიფელი, იფანი, ევკალიპტი და სხვ.

ფოთლების კლასიფიკაციის გარდა ხეები იყოფა აგრეთვე ფოთოლმცვენ და მარადმწვანე ჯგუფებად. ფოთოლმცვენ მცენარეებს აქვთ ფოთლის საფრის მკვეთრი მონაცვლეობა; ხეზე არსებული ფოთოლი კარგავს მწვანე შეფერილობას, ფოთლები ცვივა. გარკვეული პერიოდი ხე უფოთლოდ ძლებს, შემდეგ, გაზაფხულზე კვირტიდან იზრდება ახალი ფოთოლი. მარადმწვანე ხეებისთვის ფოთლის საფრის მკვეთრი მონაცვლეობა დამახასითებელი არ არის. ხეზე ფოთლები წელიწადის ყველაზე დროშია წარმოდგენილი, ხოლო ფოთოლშეცვლა თანდათან, მცენარის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მიმდინარეობს.

ხეების ძირითადი ნაწილებია: ფესვი, ღერო, ვარჯი, ფოთოლი.

  1. ფესვი — ძირითადი ვეგეტატიური ორგანო, რომლის ფუნქციებს შეადგენს წყლისა და მასში გახსნილი მინერალური ნივთიერებების შეწოვება ნიადაგიდან, მცენარის მიმაგრება ნიადაგზე, მთელ რიგ ორგანულ ნივთიერებათა სინთეზი.
  2. ღერო — ერთ-ერთი ძირითადი ორგანო, რომელიც ფოთლებთან ერთად ყლორტს შეადგენს. აქვს საყრდენი, გამტარი, დამგროვებელი ფუნქციები.
  3. ვარჯი — ხის ტანის მიწისზედა განშტოება. სხვადასხვა სახეობის ხეებს ერთმანეთისაგან განსხვავებული ფორმის ვარჯი აქვთ.
  4. ფოთოლიუმაღლეს მცენარეთა ორგანო, რომელიც ასრულებს ფოტოსინთეზისა და ტრანსპირაციის ფუნქციებს, ახორციელებს აირცვლას გარემოსთან და მონაწილეობს მცენარის ცხოველმოქმედების სხვა პროცესებში.

სხვადასხვა ქვეყნებში ფართოდ არის განვითარებული მერქნის დამუშვება, რომელიც წარმოადგენს რთულ ქსოვილს. ორლებლიანი ხემცენარების უმრავლესობისა და ყველა წიწვოვანის ღეროს მეორეულ მერქანში არჩევენ წლიურ რგოლებს და რადიალურ ანუ გულგულის სხივებს; თავის მხრივ, წლიურ რგოლში არჩევენ გაზაფხულის — ადრეული და შემოდგომის — გვიანა მერქნის ზონებს.

ხე ისევე როგორც ქვა წარმოადგენს ბუნებრივ მასალას, რომელიც არის სხვადასხვა გამოსახულების შემნახველი. მკვლევარების მიხედვით, ხემ უბიძგა ხელი დამწერლობის განვითარებას სხვადასხვა ქვეყნებში. გარდა ამისა, უძველესი დროიდან ხე სიცოცხლესთან ასოცირდება.

მსოფლიოს უმაღლესი ხეების სია[რედაქტირება]

ხნიერი ხეების სია[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Landmark Trees Archive: Tallest Coast Redwoods. ციტატა: „Hyperion, Redwood National Park, CA, 115.66 m“ წაკითხვის თარიღი: 2012-04-03.
  2. Landmark Trees Archive: Tallest Douglas Fir. ციტატა: „The Brummit Fir: Height 99.76 m, dbh 335 cm, on E. Fork Brummit Creek in Coos County, Oregon“ წაკითხვის თარიღი: 2012-04-03.
  3. Tasmania's Ten Tallest Giants. Tasmanian Giant Trees Consultative Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან 2008-07-18-ში. ციტატა: „Height (m): 99.6; Diameter (cm): 405; Species: E. regnans; Tree identification: TT443; Name: Centurion; Location: south of Hobart; Year last measured: 2008“ წაკითხვის თარიღი: 2009-01-07.
  4. Gymnosperm Database: Picea sitchensis. ციტატა: „This tree also has a sign nearby proclaiming it to be 'the world's largest spruce'. The two tallest on record, 96.7 m and 96.4 m, are in Prairie Creek Redwoods State Park, California“ წაკითხვის თარიღი: 2007-06-10.
  5. Landmark Trees Archive: Tallest Giant Sequoia. წაკითხვის თარიღი: 2012-04-03.
  6. Tallest Tropical Trees. წაკითხვის თარიღი: 2010-04-14.
  7. 7.0 7.1 7.2 Gymnosperm Database: How Old Is That Tree?. Retrieved on 2008-04-17.
  8. 8.0 8.1 Suzuki, E. 1997. The Dynamics of Old Cryptomeria japonica Forest on Yakushima Island. Tropics 6(4): 421–428. Available online

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხე&oldid=2656972“-დან